მესხეთის ექსპედიცია -,,კვლევის ცენტრი“ ვანის ქვაბებს ესტუმრა

,,კვლევის ცენტრი“, მესხეთში, რიგით მეხუთე ექსპედიციას აქტიურად აგრძელებს.  ჯგუფის წევრებმა არაერთი კულტურული ძეგლი, სოფელი და ნასოფლარი მოინახულეს. ექსპედიცია ჩატარდა ვანის ქვაბებშიც.

ვანის ქვაბები (ვაჰანის ქვაბები) სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ასპინძის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ვანის ქვაბების შესახებ ყველაზე ადრეული წერილობითი ცნობა კომპლექსის მთავარი ტაძრის XII საუკუნის წარწერამ შემოგვინახა, რომლის მიხედვითაც, თამარის მეფობის ხანაში, ვანი გურგენისძეთა საგვარეულო მონასტერია.

ვანის ქვაბები კლდეში ნაკვეთი კომპლექსია, რომელიც 16 იარუსადაა განლაგებული და 200-მდე ქვაბს მოიცავს. ძეგლი განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს XV-XVI საუკუნეების მრავალი წარწერით, რომელთა შორის გვხვდება ხალხური პოეზიის ნიმუშები და XV-XVI საუკუნეთა მიჯნაზე შესრულებული ვეფხისტყაოსნის ორი სტროფი, რომელიც პოემის დღეისათვის შემორჩენილ უადრეს ხელნაწერ ნიმუშად მიიჩნევა.

კომპლექსის ერთ-ერთ კლდეში ნაკვეთ ეკლესიაში შემორჩენილია XIII საუკუნის მოხატულობის ფრაგმენტები. ამჟამად, ვანის ქვაბების ანსამბლი   გუმბათოვან და დარბაზულ ეკლესიებს, საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების ქვაბს, საძვალეებს, გვირაბებს, წყალსადენს, წყალსაცავის ნაშთსა და ქვითკირის ზღუდეს მოიცავს.


,,კვლევის ცენტრი“ შორეთის სამონასტრო კომპლექსის კვალდაკვალ

სამსარის კლდეში ნაკვეთი მონასტერი ნანგრევებს მიღმა

ვანის ქვაბები – გვახსოვდეს ჩვენი ისტორია!

სოფელ ნიქოზში შუა ბრინჯაოს ხანის დიდგვაროვანის სამარხი აღმოაჩინეს

პროექტს ,,თამარ მამალაძის ნაკვალევზე” მესტიამ უმასპინძლა

პოდკასტი