თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა პირველ ეტაპზე 20 მლნ ლარით დაფინანსდება  

საქართველოს მთავრობა, თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამას იწყებს.

როგორც დღეს, მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, პროგრამა თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობას ითვალისწინებს, თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო საქონლის ღირებულების სუბსიდირების გზით, რისთვისაც საწყის ეტაპზე, დაახლოებით, 20 მლნ ლარი გამოიყოფა.

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, თემა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განავრცო და აღნიშნა, რომ აზიური ფაროსანას გამოჩენის შემდეგ, 2017 წელს, თხილს გარკვეული პრობლემები შეექმნა, როგორც მოსავლიანობის, ასევე, ხარისხის თვალსაზრისითაც. 2019 წლიდან კი, ზემოთ აღნიშნული ორივე პრობლემა მოგვარდა.

2021 წლის მონაცემებით, თხილის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა, 115 მლნ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა. თუმცა, 2022 წელს უამინდობის გამო, ფერმერებმა თხილის სათანადო მოვლა ვერ მოახერხეს და რეალიზაცია შემცირდა.

“აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ჩვენს ფერმერებს, მხარი დავუჭიროთ”, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მხარდაჭერის ფარგლებში ოთარ შამუგიას განმარტებით, თხილის პლანტაციები აღირიცხება და კადასტრი გაკეთდება, ასევე, კერძო და იურიდიული პირების საკუთრებაში მყოფი პლანტაციების ფართობები გაირკვევა. კადასტრში კი, თხილის შესახებ ინფორმაცია იქნება წარმოდგენილი, რაც შემდეგ ეტაპებზე, დარგის ანალიზისა და საჭიროებების განმსაზღვრელი იქნება.

სალომე ხომასურიძე


საქართველოში ხორბლისა და ქერის წარმოება 15.8%-ით გაიზარდა – საქსტატი

“დავიღალეთ! წლებია, მხოლოდ დაპირებები გვესმის” – მოსახლეობა ხელვაჩაურის მერიის წინააღმდეგ

დევნილებისა და ეკომიგრანტების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სათბურები მოეწყობა

5-ლარად ჩაბარებული ქართული თხილი უკან 56 ლარად გვიბრუნდება – “ჩვენ შრომას ფასი არ აქვს”

საძოვრების 3-წლიან იჯარაზე განცხადებების მიღება გრძელდება

პოდკასტი