NASA რეგიონულ მთავრობებს დაბინძურებული ჰაერის გაწმენდაში დაეხმარება
NASA და Google-ი ჰაერის დაბინძურების მონიტორინგს აუმჯობესებენ.
ისინი რეგიონულ მთავრობებს უფრო ეფექტიან საშუალებებს შესთავაზებენ იმისთვის, რომ ადგილობრივ პოლიტიკოსებს ჰაერში დაბინძურების მონიტორინგის გაუმჯობესებაში დაეხმარონ.
მიმდინარეობს მუშაობა მოწინავე ალგორითმის შემუშავებაზე, რაც NASA – ს და Google Earth Engine – ის მონაცემებს ერთმანეთს დაუკავშირებს. ეს პროცესი შესაძლებელს გახდის ჰაერის მაღალი რეზოლუციის რუკების შემუშავებას თითქმის რეალურ დროში.
პროექტი, ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება და ამ ორ ორგანიზაციას შორის კვლევით თანამშრომლობას დაეფუძნება, რაც არსებითად გაზრდის NASA-ს თანამგზავრების მიერ შეგროვებული ინფორმაციის რაოდენობას.
რებეკა მური, რომელიც არის Google Earth-ის, Earth Engine-ისა და Google Outreach-ის დირექტორი აცხადებს, რომ აღფრთოვანებულია ნასასთან თანამშრომლობით, რათა “ადგილობრივ დონეზე, ჰაერის ხარისხი უფრო კარგი გავხადოთ“, – ამბობს იგი.
მურის თქმით, NASA -სთან სამეცნიერო კვლევითი თანამშრომლობა ჰაერის ხარისხის რუკებს გააუმჯობესებს, რაც სასარგებლო იქნება ქალაქებისა და სათემო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე.
წყარო : Airqualitynews
ავტორი : ელენე ვადაჭკორია