ბრმა მსხვერპლი: ცნობილია ყირიმის ხიდზე აფეთქებული სატვირთოს გადაადგილების ქრონოლოგია
მახირ იუსუფოვს, რომელიც ყირიმის ხიდზე აფეთქებულ სატვირთოს მართავდა, შესაძლოა არც კი სცოდნოდა დივერსიის მომზადების შესახებ. პორტალ “112”-ს მოჰყავს ტრაგედიის მომენტამდე განვითარებული მოვლენების ქრონოლოგია.
იუსუფოვი 25 წელზე მეტია გადაზიდვებზე მუშაობს. ბოლო შეკვეთა, როგორც ყოველთვის, პოპულარულ საიტზე (ტვირთის გადამზიდავების ბირჟა) იპოვა, სადაც აქაუნთი მისი ცოლის, ნაიბულის სახელზეა შექმნილი. 6 ოქტომბერს ქალმა მიიღო შეკვეთა შპს “ТЭК-34”-სგან და გააფორმა შეთანხმება შეფუთული ტვირთის გადაზიდვაზე. ტვირთი სიმფერეპოლში 8 ოქტომბერს დილის 10 საათისთვის უნდა მიეტანა.
7 ოქტომბერს, ნაშუადღევს, იუსუფოვი ტვირთის ასაღებად არმავირის საწყობში მივიდა, ეს იყო ჩვეულებრივი ავტოფარეხის კოოპერატივი. კლიენტები გამუდმებით ურეკავდნენ მძღოლს და მოითხოვდნენ დაუყოვნებლად მისვლას. უკვე 7 ოქტომბრის საღამოს იუსუფოვი მანქანით ავიდა ყირიმის ხიდთან და იქ დარჩა ღამით, რათა ადგილზე დროულად ყოფილიყო. დილით ადრე მან მარშრუტი გაიარა და ექვს საათზე მისი სატვირთო მანქანა სწორედ ხიდზე აფეთქდა. ტვირთმიმღებმა აფეთქებისთანავე შეწყვიტა ურთიერთობა და ტელეფონი გათიშა.
8 ოქტომბერს, დილით, ყირიმის ხიდზე ძლიერი აფეთქება მოხდა. აფეთქდა სატვირთო, შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი. უკრაინის პრეზიდენტის ზელენსკის ოფისმა მომხდარ აფეთქებას “დასაწყისი” უწოდა. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
წყარო: “ლენტა.რუ”