ბრმა მსხვერპლი: ცნობილია ყირიმის ხიდზე აფეთქებული სატვირთოს გადაადგილების ქრონოლოგია  

მახირ იუსუფოვს, რომელიც ყირიმის ხიდზე აფეთქებულ სატვირთოს მართავდა, შესაძლოა არც კი სცოდნოდა დივერსიის მომზადების შესახებ. პორტალ “112”-ს მოჰყავს ტრაგედიის მომენტამდე განვითარებული მოვლენების ქრონოლოგია.

იუსუფოვი 25 წელზე მეტია გადაზიდვებზე მუშაობს. ბოლო შეკვეთა, როგორც ყოველთვის, პოპულარულ საიტზე (ტვირთის გადამზიდავების ბირჟა) იპოვა, სადაც აქაუნთი მისი ცოლის, ნაიბულის სახელზეა შექმნილი. 6 ოქტომბერს ქალმა მიიღო შეკვეთა შპს “ТЭК-34”-სგან და გააფორმა შეთანხმება შეფუთული ტვირთის გადაზიდვაზე. ტვირთი სიმფერეპოლში 8 ოქტომბერს დილის 10 საათისთვის უნდა მიეტანა.

7 ოქტომბერს, ნაშუადღევს, იუსუფოვი  ტვირთის ასაღებად არმავირის საწყობში მივიდა, ეს იყო ჩვეულებრივი ავტოფარეხის კოოპერატივი. კლიენტები გამუდმებით ურეკავდნენ მძღოლს და მოითხოვდნენ დაუყოვნებლად მისვლას. უკვე 7 ოქტომბრის საღამოს იუსუფოვი მანქანით ავიდა ყირიმის ხიდთან და იქ დარჩა ღამით, რათა ადგილზე დროულად ყოფილიყო. დილით ადრე მან მარშრუტი გაიარა და ექვს საათზე მისი სატვირთო მანქანა სწორედ ხიდზე აფეთქდა. ​ტვირთმიმღებმა აფეთქებისთანავე ​შეწყვიტა ურთიერთობა და ტელეფონი გათიშა.

8 ოქტომბერს, დილით, ყირიმის ხიდზე ძლიერი აფეთქება მოხდა. აფეთქდა სატვირთო, შედეგად  დაიღუპა ხუთი ადამიანი. უკრაინის პრეზიდენტის ზელენსკის ოფისმა მომხდარ აფეთქებას “დასაწყისი” უწოდა. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

წყარო: “ლენტა.რუ”