სამხრეთ კორეამ ჩრდილოეთ კორეის მიმართულებით 80-მდე გამანადგურებელი დაძრა

კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობა ორშაბათს დაიწყო, როდესაც აშშ-სა და სამხრეთ კორეას შორის ერთობლივი სამხედრო წვრთნები “ფხიზლოვანი ქარიშხალი” გაიმართა.

სამხრეთ კორეის თავდაცვის უწყების ცნობით, მათ ჩრდილოეთ კორეის 180 სამხედრო თვითმფრინავი დააფიქსირეს, რომელიც სავარაუდოდ, ფხენიანში ჩატარებულ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის (ICBM) წარუმატებელ გამოცდას უკავშირდება.

საპასუხოდ, სამხრეთ კორეამ ჩრდილოეთ კორეის მიმართულებით 80-მდე გამანადგურებელი თვითმფრინავი დაძრა.

კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობა ორშაბათს დაიწყო, როდესაც აშშ-სა და სამხრეთ კორეას შორის ერთობლივი სამხედრო წვრთნები “ფხიზლოვანი ქარიშხალი”დაიწყო, რომელშიც აშშ-ის ცნობით, ორივე ქვეყნიდან ასობით თვითმფრინავი და ათასობით სამხედრო წევრი მონაწილეობდა.

ჩრდილოეთ კორეამ მოკავშირეები პროვოკაციულ ქმედებებში დაადანაშაულა და ოთხშაბათს აღმოსავლეთ და დასავლეთ სანაპიროებიდან 23 რაკეტა ერთ დღეში გაუშვა, რასაც სეულმა სამი საჰერო შეტევით უპასუხა.

ხუთშაბათს საეჭვო კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის წარუმატებლად გამოცდის შემდეგ, აშშ-სა და სამხრეთ კორეას მხრიდან გაკეთდა განცხადებები, რომ წვრთნები დამატებით 5 ნოემბრამდე გახანგრძლივდება. მოგვიანებით, პენტაგონში, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა სამხრეთ კორეელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, ჩრდილოეთ კორეა “უპასუხისმგებლო და დაუფიქრებელ ქმედებებში” დაადანაშაულა.

„ჩვენ ადრეც ვთქვით, რომ მსგავსი აქტივობები რეგიონში პოტენციურად დესტაბილიზაციას იწვევს. ამიტომ მოვუწოდებთ მათ შეწყვიტონ პროვოკაციები და დაიწყონ დიალოგი“, – განაცხადა ოსტინმა.

სავარაუდოდ, პარასკევს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც ფხენიანის ბოლოდროინდელი რაკეტების გამოცდას განიხილავენ.

გაეროში აშშ-ის მისიის წარმომადგენლის თქმით, აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, ალბანეთმა, ირლანდიამ და ნორვეგიამ ღია შეხვედრის ჩატარება მოითხოვეს. ოთხშაბათს CNN-თან ინტერვიუში, აშშ-ის ელჩმა გაეროში ლინდა თომას-გრინფილდმა, ჩრდილოეთ კორეის ქმედებები დაგმო და თქვა, რომ ფხენიანმა უშიშროების საბჭოს რეზოლუცია დაარღვია.

ლინდა თომას-გრინფილდმა განაცხადა, რომ გაერო კონფლიქტის დასარეგულირებლად ჩინეთსა და რუსეთზე “ზეგავლენას მოახდენს”.

საინტერესოა, გააძლიერებს თუ არა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სანქციებს, “დიდი შვიდეულის” სამიტზე ამის შესახებ არ უმსჯელიათ.

წყარო: CNN

​ლელა დევდარიანი