“შესაძლოა დაიჩრდილოს, მაგრამ როდესაც ჩრდილიდან გამოდის, კარისკენ მიდის”

“კრემონეზესთან” მატჩის შემდეგ, იტალიური გამოცემა “ილ მატინო” ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს ეხმაურება.

გამოცემა ხვიჩას სათამაშო თვისებებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ როდესაც ხვიჩა თავს მოდუნებულად აჩვენებს, სწორედ მაშინ, საჭირო დროს გამოჩნდება ხოლმე.

მათი განმარტებით, კვარაცხელია იმდენად თვალსაჩინოა, რომ მისი მდევრების ჯგუფიც კი შეცვალეს. “კრემონეზესთან” თამაშის დროს, მცველები ხშირად აფერხებდნენ და თითქოს ისინი უკვე ფიქრობდნენ, რომ კვარას სათამაშო შესაძლებლობები ჩაუკეტეს.

ამის შემდეგ, კვარა ისევ გამოჩნდა, საჯარიმოში შევარდა ლორჩოშვილსა და ბიანჩეტის შორის, რომელმაც წააქცია და პენალტი აიღო. მან თითქოს მინიმალური შესაძლებლობებით, მაქსიმუმს მიაღწია.

კვარა თავიდან თითქოს მოუხერხებელი და ხანდახან დაკარგულიც იყო, თუმცა, პენალტის შემდეგ, ის სცენარის მიხედვით, საკუთარ, ჩვენთვის ამოუცნობ ტაქტიკას დაუბრუნდა და ისევ თავისებური თამაში დაიწყო – აღნიშნავს გამოცემა.

როდესაც “კრემონეზემ” ანგარიში გაათანაბრა, ჯოვანი სიმეონემ, მარიო რუის პასით, კრემონელებს იმედები გაუცრუა. დანარჩენი კი, კვარას საქმე იყო, რომელიც დიდი აფეთქებისთვის უკვე მზად იყო. მან ალვინის დაცვის ხაზი დაანგრია, საჯარიმოში შევარდა და ირვინგ ლოზანოს საგოლე პასი გადასცა. კარის წინ ბურთი ისე მიაწოდა, როგორც ბავშვს. ეს იყო “კეთილშობილების აქტი”, გატანა კვარასაც შეეძლო, მაგრამ აშკარა იყო, რომ სურდა მექსიკელს გაეტანა და შესაძლოა, ამ ფაქტმა, “აიაქსის” წინააღმდეგ გატანილი ყველა გოლი გადაფარა – ნათქვამია იტალიური გამოცემის სტატიაში.

კვარას წარუმატებელი მცდელობებიც ჰქონდა, თუმცა, ის გმირი გახდა, რადგან ორი უმნიშვნელოვანესი გოლი შექმნა. გადამწყვეტი პენალტით და უნიკალური საგოლე პასით – აღნიშნულია სტატიაში.

როგორც სტატიის ფურცლებზე ვკითხულობთ, კვარა თითქოს თავისი თამაშით ამბობდა – აქ ვარ და როცა მინდა ვთამაშობ, მაგრამ ახლა თავად გადავწყვეტ, რა გავაკეთო. სპალეტი თავიდან თითქოს გაუბრაზდა ამ ალტერნატიული დინებისა და თამაშიდან “გასვლებისთვის”, მაგრამ შემდეგ მან საკუთარი ფეხბურთი ამოიცნო.

კვარამ დაამტკიცა, რომ როცა დასჭირდება, ბურთის ოსტატურად ტარების სიხარულს მიიღებს და იმ მცველებს მოატყუებს, რომლებიც ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევენ.

“შესაძლოა რაღაც მომენტში, დაიჩრდილოს, მაგრამ როდესაც ჩრდილიდან გამოდის, კარისკენ მიდის, ან მისკენ მისასვლელ გზას, სხვებს უხსნის,სწორედ ამ დროს ჩანს მისი პროფესიონალიზმი და შეუდარებლობა”, – წერს იტალიური გამოცემა “ილ მატიმო”.

სალომე ხომასურიᲫე


ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა

პოდკასტი