ჰაბლის ტელესკოპმა Arp 248-ში შემავალ ორ გალაქტიკას შორის კავშირი დააფიქსირა

ასტრონავტები ფიქრობენ, რომ გალაქტიკების დაახლოებით 25 პროცენტი სხვა გალაქტიკებს ერწყმის.

გალაქტიკურ ტრიპლეტში Arp 248, სამი პატარა გალაქტიკა, ჩვენგან 200 მილიონი სინათლის წლის დაშორებით, Virgo-ს თანავარსკვლავედშია მოქცეული. გალაქტიკებს შორის კავშირი, რომელიც ტელესკოპმა დააფიქსირა, ვარსკვლავების მტვრის ნაკადითა და აირების მეშვეობით აიხსნება, რომლებიც მაშინ იქმნება, როდესაც გალაქტიკები გრავიტაციულად იზიდავენ ერთმანეთს. მეცნიერები ამ ნაკადებს “ასტრონავტების კუდებს” უწოდებენ.

აღნიშნულ თემაზე ამერიკელი ასტრონავტი, ჰალტონ არპი ჯერ კიდევ 1966 წელს საუბრობდა, როდესაც Atlas of Peculiar Galaxies შექმნა. არპის მეორე კოლექცია, A Catalog of Southern Peculiar Galaxies and Associations 1987 წელს გამოვიდა, რომელიც 25 განსხვავებულ ობიექტს, მათ შორის გალაქტიკებს კუდებით მოიცავდა.

არსებული კვლევების შედეგად, ასტრონავტები ფიქრობენ, რომ გალაქტიკების დაახლოებით 25 პროცენტი სხვა გალაქტიკებს ერწყმის. აღნიშნულ მოსაზრებას გიგანტური ვარსკვლავური სისტემა, ირმის ნახტომიც ადასტურებს, რომელმაც Magellanic Clouds-ისა და Sagittarius Dwarf Galaxy-ის აირები და ვარსკვლავები მიისაკუთრა, რის შედეგადაც, რამდენიმე წელში ირმის ნახტომისა და Andromeda-ს გალაქტიკები ერთმანეთს შეერწყმება.

მიუხედავად იმისა, რომ არპის კატალოგების დახმარებით მეცნიერებმა ბევრი რამ შეიტყვეს გალაქტიკების შესახებ, ისინი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ურთიერთმოქმედ გალაქტიკებსა და „გალაქტიკათშორის ვარსკვლავთწარმომქმნელ ობიექტების“ უფრო დეტალურად შეისწავლიან.

აღსანიშნავია, რომ კვლევის პროცესში ჰაბლის ტელესკოპის გარდა, ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი და ALMA-ც ჩაერთვება.

თარგმნა თაკო ბოკუჩავამ