როგორ ებრძოდნენ ტილებს 3700 წლის წინ – “ამ კბილებმა ამოძირკვოს თმიდან და წვერიდან”

მეცნიერებმა 3700 წლის წინ დაწერილი წინადადება აღმოაჩინეს, რომელიც ტილებს ეხება.

სპილოს ძვლის სავარცხელზე გამოსახულია წარწერა: “დაე ამ კბილებმა ამოძირკვოს ტილები თმიდან და წვერიდან”

ახალი კვლევის თანახმად, შვიდსიტყვიანი წარწერა, რომელიც მეცნიერებმა შემთხვევით სავარცხელზე აღმოაჩინეს, უნიკალურია, რადგან პირველი გრძელი წინადადებაა, რომელიც ძვ.წ.აღ-ით 1700 წლით თარიღდება.

“დაე, ამ კბილებმა ამოძირკვოს ტილები თმიდან და წვერიდან”, – ეს უძველესი წარწერა სპილოს ძვლის პატარა სავარცხელზე ქანაანურ ენაზეა დატანილი.

სავარცხელი ისრაელში 2016 წელს აღმოაჩინეს, მაგრამ წარწერა 2022 წელს შენიშნეს და მისი გაშიფვრა მეცნიერებმა მხოლოდ ახლა შეძლეს.

„არაფერი მსგავსი ადრე არ ყოფილა. ეს არ არის მეფის სამეფო წარწერა… ეს არის რაღაც ძალიან ადამიანური…“, – თქვა გარფინკელმა, კვლევის თანაავტორმა.

 

ლაქიში, ისრაელი, არქეოლოგიური ადგილი, სადაც სავარცხელი აღმოაჩინეს.

 

ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ელენე ვადაჭკორია


“მიმდინარეობს უკრაინის ავღანიზაცია, რომ სამხრეთ კავკასია მთლიანად აიწეწოს” – მაია ნიკოლეიშვილი

საბერძნეთში დამსაქმებელთა მხრიდან ძალადობის ობიექტებს შორის 38% კაცია, 62% – ქალი

“უკრაინის ხელისუფლება რელიგიურ სიღრმეებს ნაკლებად ითვალისწინებს” – ილია II მსოფლიო პატრიარქს მიმართავს

23 მარტი მსოფლიო მეტეოროლოგიის დღეა

22 მარტი წყლის საერთაშორისო დღეა – სასმელი წყლის დეფიციტის საფრთხე საქართველოში

პოდკასტი