აშშ-მა რუსულ საქონელზე ანტიდემპინგი შეზღუდა

ამერიკის შეერთებულმა შტატები რუსეთს ოცი წლის წინ მინიჭებული საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნის სტატუსი გაუუქმა, რომელიც რუსულ საქონელზე ანტიდემპინგური გადასახადების გაანგარიშებას ზღუდავდა.

აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტის განმარტებით, მისმა ანალიზმა აჩვენა, რომ რუსეთის ეკონომიკაში მთავრობის ფართოდ ჩარევამ გამოიწვია ფასების და ხარჯების დეფორმირება, რაც ზუსტად არ ასახავს, რამდენად სამართლიანად აფასებენ რუსული კომპანიები აშშ-ში იმპორტს.

„ეს გადაწყვეტილება შეერთებულ შტატებს შესაძლებლობას აძლევს გამოიყენოს აშშ-ს ანტიდემპინგური კანონის სრული ძალა, რადგან დამახინჯებული ბაზარი გამოასწოროს, რომელიც გამოწვეულია რუსეთის მთავრობის მზარდი ჩარევით მათ ეკონომიკაში“, – ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.

Reuters-ი წერს, რომ ვაშინგტონმა რუსეთს საბაზრო ეკონომიკის სტატუსი 2002 წელს მიანიჭა, რაც 2012 წელს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მიღებისთვის არსებითი ნაბიჯი იყო.

ცნობისთვის, დემპინგი ეს არის საქონლის გაყიდვა უცხოეთის ბაზარზე, ადგილობრივი ბაზრის ფასებთან შედარებით იაფად, კონკურენტების ჩამოშორების მიზნით, ხშირ შემთხვევაში თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად.

როგორც წესი, დემპინგით მოსარგებლე იმპორტიორებს, ყველგან, სადაც ანტიდემპინგური კანონი მოქმედებს, მაღალი ხარისხის პროდუქცია შეაქვთ. თუმცა, პატარა ქვეყნებში, სადაც ამ ქმედების ამკრძალავი ღონისძიებები არ აქვთ, იოლად ახერხებენ პროდუქციის დემპინგური ფასით შეტანას.

ელენე ვადაჭკორია