ნონა გაფრინდაშვილი – ყველაზე ასაკოვანი მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში

ნონა გაფრინდაშვილი

ჭადრაკი ინტელექტუალური თამაშია, რომელშიც ხელოვნების, მეცნიერებისა და სპორტის ელემენტები, ერთმანეთს ორგანულად ერწყმის. ჭადრაკი ხელს უწყობს აზროვნების, ლოგიკის, ყურადღების კონცენტრაციის, თვითკრიტიკის განვითარებასა და გამარჯვებისკენ სწრაფვას. ჩვენს ქვეყანას, არაერთი წარმატებული მოჭადრაკე ჰყავს, რომლებმაც სხვადასხვა კონკურსში, დამსახურებული წარმატება მოიპოვეს.

15 ნოემბრიდან, იტალიის ქალაქი ასისტი, სენიორ-მოჭადრაკეთა შორის, მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. ჩემპიონატს ქართველი მოჭადრაკეებიც შეუერთდებიან, რომელთა სახელებიც, საქართველოს ჭადრაკის ისტორიის ფურცლებზე, ღირსეულად ჩაიწერა. ესენი არიან: მსოფლიოს 5- გზის ჩემპიონი და სენიორთა შორის, მსოფლიო ჩემპიონატების 7-გზის გამარჯვებული ნონა გაფრინდაშვილი, სენიორ-ვაჟთა შორის 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ზურაბ სტურუა და სენიორ-ქალთა შორის ევროპის მოქმედი ჩემპიონი სოფიკო ტერელაძე.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს, ნონა გაფრინდაშვილმა ბუქარესტში, 65 წელს ზემოთ ქალ მოჭადრაკეთა შორის შესანიშნავად იასპარეზა, 8,5 ქულა დააგროვა, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულსაც დაეუფლა და 78 წლის ასაკში, ყველაზე ასაკოვანი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

სალომე ხომასურიძე


ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა

პოდკასტი