დასანანი მარცხი – საქართველომ იტალიასთან ანგარიშით 85:84 წააგო 

ქართველი კალათბურთელები დაძაბულ ბრძოლაში იტალიასთან ერთი ქულით დამარცხდნენ. 

იტალიამ საქართველოს ნაკრები თბილისში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის საგზური საკვალიფიკაციო ტურნირის დასრულებამდე 2 ტურით ადრე მოიპოვა.

შეხვედრის პირველი ტაიმი სტუმრების, იტალიის ნაკრების გამარჯვებით, 43:40 დასრულდა. მატჩმა დაძაბულობა ბოლო წამებამდე შეინარჩუნა. ქართველმა კალათბურთელებმა ბოლომდე იბრძოლეს და  85:84 დამარცხდნენ.

საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 12 ქულაა. ქართველი კალათბურთელები L ჯგუფში მესამე ადგილს იკავებენ და თუკი დარჩენილ 2 მატჩს მოიგებენ მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის პრეტენდენტები არიან.

ისტორიის დასაწერად სწორედ 23 თებერვალს ჰოლანდიაში და 26-ში თბილისში, ისლანდიასთან მოგებაა საჭირო.

ელენე ვადაჭკორია