Goal-მა ხვიჩა კვარაცხელია “ოქროს ბურთის” პოტენციური ნომინანტების ათეულში შეიყვანა

ცნობილმა გამოცემა Goal-მა „ოქროს ბურთის“ 2023 წლის ნომინანტების სია განაახლა, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელია მეათე ადგილზეა.

ცნობილმა გამოცემა Goal-მა „ოქროს ბურთის“ 2023 წლის ნომინანტების სია განაახლა, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელია მეათე ადგილზეა. წინა თვეში ამ გამოცემას ხვიჩა მე-15 ადგილზე ჰყავდა, ამჯერად კი ათეულში დაასახელა. ეს სია პირობითია და „ოქროს ბურთის“ დაჯილდოებაში ხსენებული გამოცემა არაფერს წყვეტს, მაგრამ მაინც სასიამოვნოა, როდესაც “კვარა” არაერთ ვარსკვლავს უსწრებს, მათ შორის, კრიშტიანუ რონალდუს და „ოქროს ბურთის“ მოქმედ გამარჯვებულ კარიმ ბენზემას. ​

გამოცემა კვარაცხელიას ევროპული სეზონის ამ დროისთვის მთავარ აღმოჩენას უწოდებს და აღნიშნავს, რომ „კვარადონა“ დაეხმარა „ნაპოლის“ სერია A-ში ლიდერობის მოპოვებაში და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაში.

„არანაირი სტატისტიკა არ უსვამს ხაზს მის წვლილს იმაზე უკეთესად, ვიდრე ის ფაქტი, რომ კვარაცხელია, გოლებისა და საგოლე გადაცემების ჯამური მაჩვენებლით, იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელია, მიუხედავად იმისა, რომ „ნაპოლის“ ბოლო სამი მატჩი მან ტრავმის გამო გამოტოვა“, – წერს გამოცემა.

რეიტინგის პირველი ათეული ასეთია:

1. ლიონელ მესი – პსჟ/არგენტინა;

2. ნეიმარი – პსჟ/ბრაზილია;

3. კილიან მბაპე – პსჟ/საფრანგეთი;

4. ერლინგ ჰოლანდი – „მანჩესტერ სიტი“/ნორვეგია;

5. რობერტ ლევანდოვსკი – „ბარსელონა“/პოლონეთი;

6. ვინისიუს ჟუნიორი – „რეალ მადრიდი“/ბრაზილია;

7. კევინ დე ბრუინე – „მანჩესტერ სიტი“/ბელგია;

8. ჯამალ მუსიალა – „ბაიერნი“/გერმანია;

9. მოჰამედ სალაჰი – „ლივერპული“/ეგვიპტე;

10. ხვიჩა კვარაცხელია – „ნაპოლი“/საქართველო.

 

ელენე ვადაჭკორია


ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა

პოდკასტი