ჯერ იტალია, ახლა უელსი – “ბორჯღალოსნების” ისტორიული გამარჯვება 

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და პირველი ეშელონის წარმომადგენელი უელსის ნაკრები მისსავე მოედანზე, კარდიფში 12:13 დაამარცხა.

იტალიის ნაკრების შემდეგ უელსის ჯერიც დადგა და საქართველომ მიმდინარე წელს ტიერ 1-ის მეორე წარმომადგენელი დაამარცხა. სტუმრები, პირველივე წუთზე თედო აბჟანდაძის ჯარიმით დაწინაურდნენ. თუმცა, პირველი ტაიმი მაინც უელსელებმა მოიგეს, რადგან 2 ლელო დადეს, საიდანაც ერთი გარდასახეს და ტაიმი 12:3 დასრულდა.

„ბორჯღალოსნებმა“, მეორე ნახევარი, პრაქტიკულად იდეალურად ჩაატარეს, რადგან მეტოქეს ერთი ქულის აღების შესაძლებლობაც არ მისცეს.

მოგეხსენებათ, ნოემბრის ტესტების ეგიდით საქართველოს ნაკრებმა ურუგვაი და უელსი დაამარცხა, ხოლო სამოასთან მარცხი განიცადა. საქართველო უელსს მეოთხედ შეხვდა და სამი წაგების შემდეგ პირველად დაამარცხა. საქართველოს ნაკრებისთვის უელსთან ტესტ-მატჩი მიმდინარე წელს ბოლო შეხვედრა იყო. ამრიგად, 2022 წელს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ორი დასამახსოვრებელი და პირდაპირ შეიძლება ითქვას, ისტორიული გამარჯვება მოიპოვა – ჯერ იტალიას აჯობა და ახლა უელსს.

ელენე ვადაჭკორია


ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა

პოდკასტი