კატარში მსოფლიო ჩემპიონატი ეკვადორის გამარჯვებით დაიწყო

ფეხბურთში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი კატარისა და ეკვადორის მატჩით გაიხსნა.

კატარი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს

კატარმა აზიის ჩემპიონატი მოიგო, ბოლო ხუთი შეხვედრა წაუგებლად ჩაატარა, თუმცა ეკვადორთან დაპირისპირებაში დამარცხდა. ეკვადორმა პირველი გოლი მესამე წუთზე გაიტანა, თუმცა მსაჯმა ვიდეოგამეორების შემდეგ გააუქმა და თამაშგარე დააფიქსირა.

მე-16 წუთზე სტუმრებმა მაინც გაიტანეს, საჯარიმოში კატარის მეკარემ ენერ ვალენსია წააქცია, რომელმაც თავად დაარტყა და ანგარიში გახსნა. ეს მსოფლიო ჩემპიონატების რეკორდია, ვალენსია ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია, რომელსაც გახსნით მატჩში გოლი გაუტანია. ენერ ვალენსია 33 წლისაა.

ეკვადორმა, უმთავრესად, კარგი პრესინგის წყალობით მეტოქეს თამაშის გამოსწორების შანსი არ მისცა. მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი დუბლი ენერ ვალენსიამ გაიფორმა. მეორე ტაიმში ეკვადორელებმა მშვიდი თამაშის წყალობით ორბურთიანი უპირატესობა შეინარჩუნეს და მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება იზეიმეს – 2:0.

2022 წლის FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი კატარის ეროვნულ დღეს – 18 დეკემბერს, თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება.

ელენე ვადაჭკორია


ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა

პოდკასტი