ვულკანის ამოფრქვევის პროგნოზირება უკვე შესაძლებელია

7-წლიანი კვლევის შედეგად, ტოკიოს უნივერსიტეტის მკვლევარებმა მიაგნეს მეთოდს, რითიც ვულკანის ამოფრქვევის პროგნოზირება იქნება შესაძლებელი.

უახლესი აპარატურით, რომელსაც სპეციფიკური გაზის მასის სპექტრომეტრი ჰქვია, აირებში ატომების თანაფარდობის გაზომვა ხდება, რის შემდეგაც მაგმას სიღრმეში არსებული მდგომარეობა დგინდება. ვულკანური ამოფრქვევის წინასწარ განსაზღვრა მაგმა “ქაფის” შესწავლით გახდა შესაძლებელი.

არგონ-40-ისა და ჰელიუმ-3-ის თანაფარდობის ცვლილებებზე დაკვირვებით ირკვევა თუ რამდენად ქაფიანია მაგმა. ქაფიანობის ხარისხის განსაზღვრით, კი კონკრეტული ტიპის ამოფრქვევის ალბათობის პროგნოზირებაა შესაძლებელი. კვლევის ფარგლებში, მკვლევარები 7 წლის განმავლობაში მოქმედი ვულკანის კუსაცუ-შირანის ირგვლივ გაზებს სპეციფიკური გაზის მასის სპექტომეტრით აკვირდებოდნენ, რის შემდეგაც იზოტოპური კომპოზიციების, მათ შორის, ულტრა იზოტოპების, როგორიცაა ჰელიუმ-3-ის ზუსტად განსაზღვრა შეძლეს.

“ჩვენ შევძელით არგონ-40-ისა და ჰელიუმ-3-ის თანაფარდობის ცვლილებების გამოვლენა, რაც მაგმატურ არეულობასთანაა დაკავშირებული. კომპიუტერული მოდელების გამოყენებით, დადგინდა, რომ აღნიშნული ცვლილება განსაზღვრავს თუ, რამდენად ქაფდება მიწისქვეშა მაგმა, რაც შემდგომში ვულკანური აირების ბუშტების დაგროვებას იწვევს”, – ამბობს ერთ-ერთი მკვლევარი.

აღსანიშნავია, რომ მკვლევართა ჯგუფი მომავალში ახალი ინსტრუმენტის შექმნას გეგმავს, რომელიც იგივე ანალიზის გაკეთებას უფრო რეალურ დროში შეძლებს და ვულკანის სავარაუდო ამოფრქვევის დროს მეტად პროგნოზირებადს გახდის.

წყარო: Interesting Engineering

თაკო ბოკუჩავა