25 ნოემბერი – ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია მსოფლიოში 1991 წლიდან აღინიშნება, რომელიც 25 ნოემბერს – ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს, იწყება და 10 დეკემბერს – ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს მთავრდება. იგი საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობის დემონსტრირებას ისახავს მიზნად.
ოფიციალურად, გაერომ, გენერალური ასამბლეის 1999 წლის 17 დეკემბრის პლენარულ სხდომაზე მიღებული რეზოლუციით, 25 ნოემბერი ქალების მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. ყოველწლიურად, დაწყებული 2015 წლიდან, ქალების მიმართ ძალადობის პრობლემისადმი საზოგადოების ყურადღების მიპყრობის მიზნით, გამორჩეული შენობა-ნაგებობები მთელ მსოფლიოში ნარინჯისფრად ნათდება.
ელენე ვადაჭკორია