მეტოქის კარში გატანილი გოლის სიხარულს სამშობლოს მიმართ სენტიმენტალიზმმა სძლია

კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის G ჯგუფის პირველ მატჩში შვეიცარიის ნაკრები კამერუნს დაუპირისპირდა.

თამაშის პირველ ნახევარში კამერუნმა დიდ უპირატესობა მოიპოვა და მეტოქის კართან, რამდენიმე რეალური საგოლე მომენტის შექმნაც შეძლო.

ვითარება მეორე ტაიმში შეიცვალა, შვეიცარიის გუნდი გააქტიურდა და უპირატესობა მოიპოვა. შეხვედრის განახლებიდან 3 წუთში ბრილ ემბოლომ გოლი გაიტანა და შვეიცარია დააწინაურა.

საბოლოოდ, შეხვედრა – 1:0 შვეიცარიის სასარგებლოდ დამთავრდა. ამ ერთადერთი გოლის ავტორი, რომელმაც შვეიცარიას გამარჯვება მოაპოვებინა წარმოშობით კამერუნელი ფეხბურთელი, 25 წლის ბრილ ემბოლოა. მან გატანილი გოლი სიხარულის ემოციებით არ აღნიშნა, რადგან ფეხბურთელი წარმოშობით კამერუნიდან არის, პირიქით, თავისი ჟესტით, ბოდიში მოიხადა, რაც ფეხბურთელის მხრიდან საკმაოდ დასაფასებელი საქციელი იყო.

თაკო ბოკუჩავა


ხვიჩა კვარაცხელიამ 14 წლის გულშემატკივარს სურვილი აუსრულა და გულში ჩაიკრა

ევროპული ჭადრაკის ისტორიაში მეორედ ჩემპიონი ქართველი მოჭადრაკე გახდა

“მიმდინარეობს უკრაინის ავღანიზაცია, რომ სამხრეთ კავკასია მთლიანად აიწეწოს” – მაია ნიკოლეიშვილი

საქართველოს ნაკრებმა ნორვეგიასთან მატჩი ფრედ დაასრულა

“ევრო 2024-ის” შესარჩევ ეტაპზე საქართველო-ნორვეგიის შეხვედრა დღეს, ბათუმში გაიმართება

პოდკასტი