ფესბურთის მსოფლიო ჩემპიონატში შეხვედრები  H ჯგუფში დაიწყო

კატარი 2022-ის ფარგლებში H ჯგუფის პირველი შეხვედრა ურუგვაისა და სამხრეთ კორეას შორის გაიმართა. მატჩში საგოლე მომენტები და ზუსტი დარტყმები თითქმის არ ყოფილა. შეხვედრა ლოგიკურად – 0:0 დასრულდა.

H ჯგუფში პორტუგალიის ნაკრები განას დაუპირისპირდა. შეხვედრა საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა. პირველი 60 წუთის განმავლობაში თამაში საკმაოდ მოსაწყენად მიდიოდა, თუმცა ბოლო ნახევარ საათში მაყურებელმა 5 გოლი იხილა.

65-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ გახსნითი გოლი გაიტანა, რის შემდეგაც ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც 5 სხვადასხვა ჩემპიონატზე შეძლო გოლის გატანა. ამის შემდეგ, ანდრე აიუმ გოლის გატანა და ანგარიშის გათანაბრება შეძლო, თუმცა 78-ე წუთზე ჟოაო ფელიქსმა პორტუგალია ისევ დააწინაურა. 80-ე წუთზე კი, რაფაელ ლეაომ მესამე გოლიც გაიტანა.

89-ე წუთზე განას გატანილი გოლით შედეგის გათანაბრების შანსიც მიეცა, თუმცა საბოლოოდ შეხვედრა პორტუგალიის სასარგებლოდ – 3:2 დამთავრდა.

გუშინ ერთმანეთს ბრაზილია და სერბეთიც დაუპირისპირდნენ. მატჩი ბრაზილიის ნაკრების უპირატესობით დაიწყო. მათ საგოლე მომენტის შექმნაც შეძლეს, თუმცა პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დამთავრდა.

მეორე ნახევარში ბრაზილიამ ანგარიშის გახსნა შეძლო. მალევე, რიშარლისონმა მეორე გოლიც გაიტანა და საბოლოო ანგარიში – 2:0 დააფიქსირა.

თაკო ბოკუჩავა


ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა

პოდკასტი