ნონა გაფრინდაშვილმა მერვედ მოიპოვა ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული

ნონა გაფრინდაშვილი

იტალიაში მიმდინარე სენიორ მოჭადრაკეთა (+65) მსოფლიო ჩემპიონატში, ლეგენდარულმა ქართველმა მოჭადრაკე, ნონა გაფრინდაშვილმა, 81 წლის ასაკში, გაიმარჯვა.მოჭადრაკემ ეს ტიტული, უკვე მერვედ მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ნონა გაფრინდაშვილი ჭადრაკის ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოსანი სპორტსმენია, რომელმაც გამარჯვება თერთმეტ ოლიმპიადაზე მოიპოვა. მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალი კი, ხუთჯერ.

ჭადრაკის “დედოფლის” ანგარიშზე, პირველი საჭადრაკო “ოსკარი” და “ევროპის ოქროს პაიკის” ლაურეატობაა.

შეგახსენებთ, რომ ნონა გაფრინდაშვილი, 78 წლის ასაკში, ყველაზე ასაკოვანი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

სალომე ხომასურიძე


ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა

პოდკასტი