კატარის მსოფლიო ჩემპიონატის რეკორდი – ყველაზე გვიანი გოლი უელსის კარში

ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატს წლეულს კატარი მასპინძლობს

მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში B ჯგუფის მეორე ტურში ერთმანეთს ირანი და უელსი დაუპირისპირდნენ. თამაშის პირველ ნახევარში, უამრავი საგოლე მომენტის შექმნის მიუხედავად, ირანელებმა გოლის გატანა ვერ შეძლეს. მეორე ტაიმში ირანის ნაკრებმა უპირატესობის მოპოვება მაინც შეძლო და 98-ე წუთზე ანგარიშის გახსნა მოახერხა. ზუსტად 3 წუთში გუნდმა მეორე გოლიც გაიტანა და საბოლოოდ, თამაში გამარჯვებით – 2:0 დაასრულა.

აღსანიშნავია, რომ ეს გოლი ისტორიაში შევიდა, როგორც მსოფლიო ჩემპიონატზე გატანილი ყველაზე გვიანი გოლი, დამატებითი ტაიმების გარეშე, რომელმაც გუნდს გამარჯვება მოაპოვებინა.

ჩემპიონატის მასპინძელი კატარის ნაკრები, ეკვადორთან დამარცხების შემდეგ, სენეგალის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა. მატჩი თანაბარი ბრძოლით დაიწყო, თუმცა 41-ე წუთზე ბულაიე დიამ გოლის გატანა მაინც მოახერხა და სენეგალი დააწინაურა. მეორე ტაიმის დასაწყისში სენეგალმა მე-2 გოლი გაიტანა და ორქულიანი უპირატესობა მოიპოვა. მატჩის 78-ე წუთზე კატარის ნაკრები გააქტიურდა და მეტოქის კარში ერთი გოლის გატანა შეძლო, თუმცა 84-ე წუთზე დიენგმა მეტოქის კარში მესამე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში – 1:3 დააფიქსირა.

ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ნიდერლანდები ეკვადორს დაუპირისპირდა. პირველ ტაიმში ნიდერლანდებმა თამაში კარგად დაიწყო და ანგარიში მე-6 წუთზე გახსნა. პირველი გოლის შემდეგ ნიდერლანდების ნაკრებმა უპირატესობა დათმო. მეორე ტაიმის დასაწყისში ეკვადორმა ანგარიშის გათანაბრება შეძლო და საბოლოოდ, თამაში ფრედ დამთავრდა – 1:1.

25 ნოემბერს ერთმანეთს აშშ და ინგლისიც დაუპირისპირდნენ. მატჩი ხელსაყრელი მომენტების სიმცირით გამოირჩეოდა. 33-ე წუთზე აშშ-მა რეალური საგოლე მომენტი შექმნა, თუმცა გოლის გატანა ვერ შეძლო. მეორე ტაიმში ვითარება არ შეცვლილა, გუნდები საკმაოდ პასიურობდნენ და თამაში ლოგიკური ანგარიშით – 0:0 დასრულდა.

თაკო ბოკუჩავა


ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა

პოდკასტი