უგოლო პირველი ტაიმი და 62-ე წუთზე გახსნილი ანგარიში ესპანეთის სასარგებლოდ

ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი E და F ჯგუფებში გაიმართა

მსოფლიო ჩემპიონატის E ჯგუფში ერთმანეთს იაპონია და კოსტა-რიკა დაუპირისპირდნენ. თამაშის პირველი ნახევარი საკმაოდ მოსაწყენი გამოდგა. სიტუაცია არც მეორე ტაიმის დასაწყისში შეცვლილა, მიუხედავად იმისა, რომ იაპონელები ბურთს ფლობდნენ, აქტიურ საგოლე მომენტებს ვერ ქმნიდნენ.

თამაშის 81-ე წუთზე კეიშერ ფულერმა გოლის გატანა და ანგარიშის გახსნა მოახერხა, რაც საბოლოოდ გამარჯვების გოლი აღმოჩნდა. შეხვედრა კოსტა-რიკას სასარგებლოდ – 1:0 დამთავრდა.

E ჯგუფის მეორე ტურის დასკვნით მატჩში ერთმანეთს გერმანია და ესპანეთი შეხვდნენ. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიშის გახსნა 62-ე წუთზე ალვარო მორატამ შეძლო. 83-ე წუთზე გერმანელმა ფეხბურთელმა ნიკლას ფიულკრუგმა წონასწორობა აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. შეხვედრა ფრედ – 1:1 დამთავრდა.

ატარი 2022-ის F ჯგუფის მე-2 ტურში ერთმანეთის წინააღმდეგ მაროკომ და ბელგიამ ითამაშეს. შეხვედრაში პირველი გოლი 73-ე წუთზე აბდელჰამიდ საბირიმ გაიტანა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. მსაჯის მიერ დამატებულ მე-2 წუთზე მაროკომ მოწინააღმდეგის კარში მეორე გოლის გატანაც შეძლო და თამაში დამაჯერებელი გამარჯვებით – 2:0 დაასრულა.

F ჯგუფში ერთმანეთს ხორვატია და კანადაც დაუპირისპირდნენ. თამაშის დაწყებიდან კანადამ ანგარიში რეკორდულ დროში 68-ე წამზე გახსნა. 36-ე წუთზე ხორვატმა ფეხბურთელმა ანდრეი კრამარიჩმა ანგარიშის გათანაბრება შეძლო, თუმცა მალევე ხორვატია ისევ დაწინაურდა.

თამაშის 70-ე წუთზე ანდრეი კრამარიჩმა დუბლი შეასრულა. დამატებით წუთზე, კი ლოვრო მაიერის გატანილი გოლით საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა – 4:1.

თაკო ბოკუჩავა


ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა

პოდკასტი