კამერუნი-სერბეთი – 3:3, ბრაზილია-შვეიცარია-1:0, პორტუგალია-ურუგვაი – 2:0

კატარში მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება

კატარი 2022-ზე G ჯგუფში ერთმანეთს კამერუნი და სერბეთი დაუპირისპირდნენ. თამაშის 29-ე წუთზე კამერუნმა მეტოქის კარში გოლი გაიტანა და ანგარიში გახსნა. პირველი ტაიმის დასასრულს სერბეთის ნაკრები გააქტიურდა, პირველ დამატებით წუთზე ანგარიში გაათანაბრა და მალევე, მეორე გატანილი გოლით, დაწინაურდა. 53-ე წუთზე ალექსანდრ მატროვიჩის გატანილი გოლით სერბეთის ნაკრები კიდევ უფრო დაწინაურდა, თუმცა შეხვედრის დასასრულს, კამერუნმა სიტუაცია რადიკალურად შეცვალა. 63-ე წუთზე აბუბაქარმა მეორე გოლი გაიტანა, 3 წუთში კი ჩუპო-მოტინგმა ანგარიში გაათანაბრა და საბოლოო ანგარიში – 3:3 დააფიქსირა.

გუშინ H ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრაში ერთმანეთს სამხრეთ კორეა და განა დაუპირისპირდნენ. შეხვედრა საკმაოდ სანახაობრივი და საინტერესო გამოდგა. განამ თამაში დამაჯერებლად დაიწყო და პირველ ნახევარში მეტოქის კარში ორი გოლი გაიტანა. მეორე ტაიმში სამხრეთ კორეა საგრძნობლად გააქტიურდა და უპირატესობის მოპოვება შეძლო. 58-ე წუთზე ჩო გუე-სუნგმა ანგარიშის სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, ზუსტად სამ წუთში კი დუბლი შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა. სამხრეთ კორეის უპირატესობის მიუხედავად, აფრიკელმა ფეხბურთელებმა მაინც შეძლეს მე-3 გოლის გატანა და საბოლოოდ, თამაში გამარჯვებით დაასრულეს – 3:2.

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ერთმანეთს ბრაზილია და შვეიცარია დაუპირისპირდნენ. მთლიანობაში, შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. თამაშის პირველ ტაიმში ბრაზილიელებმა რამდენჯერმე მოახერხეს ზუსტი დარტყმა, მაგრამ რეალური საგოლე მომენტი ვერ შექმნეს. მეორე ნახევარში ორივე გუნდი გააქტიურდა, მაგრამ რეალური ეპიზოდის შექმნა და ზუსტი დარტყმის გაკეთება ვერც ერთმა შეძლო. 64-ე წუთზე ბრაზილიამ ანგარიში გახსნა, თუმცა მთავარმა მსაჯმა გოლი გააუქმა და თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. 83-ე წუთზე ბრაზილიამ კიდევ ერთი გოლი გაიტანა, რაც საბოლოო გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა. შეხვედრა მინიმალური სხვაობით, ბრაზილიის სასარგებლოდ დასრულდა – 1:0.

კატარში მიმდინარე მუნდიარზე მეორე ტურის დასკვნითი შეხვედრა H ჯგუფში პორტუგალიასა და ურუგვაის შორის გაიმართა. პორტუგალიის ნაკრები მთელი თამაშის განმავლობაში სიტუაციას აკონტროლებდა. 54-ე წუთზე ბრუნო ფერნანდეშმა ანგარიშის გახსნა შეძლო. მსაჯის მიერ დამატებულ მე-3 წუთზე ფერნანდეშმა თერთმეტმეტრიანი მოიპოვა და გატანილი გოლით საბოლოო ანგარიში – 2:0 დააფიქსირა.

თაკო ბოკუჩავა


ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა

პოდკასტი