ირანის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრების ოჯახებს პატიმრობით და წამებით ემუქრებიან

კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში 21 ნოემბერს ერთმანეთს ირანი და ინგლისი დაუპირისპირდა. მატჩი გამორჩეული იმით გახდა, რომ ირანელმა ფეხბურთელებმა თავიანთი ეროვნული ჰიმნი არ შეასრულეს. 11-ვე ფეხბურთელი ჩუმად იდგა მაშინ, როდესაც დოჰას არენაზე ირანის სახელმწიფო ჰიმნი ისმოდა. ფეხბურთელების პროტესტი, სავარაუდოდ, ირანში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება.

გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარის შემდეგ, ფეხბურთელები ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წევრებთან შეხვედრაზე დაიბარეს და გააფრთხილეს, რომ, თუ შემდეგ მატჩზე ეროვნულ ჰიმნს არ შეასრულებენ, ან თეირანის რეჟიმის წინააღმდეგ რაიმე სახის პროტესტს შეუერთდებიან, მკაცრად დაისჯებიან.

 

 

აღსანიშნავია, რომ 16 სექტემბრის შემდეგ, ქვეყანაში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, რისი მიზეზიც პოლიციის მიერ დაკავებული 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალებაა. გოგონა ჰიჯაბის არასწორი ტარების გამო დააკავეს, რის შემდეგაც, მოგვიანებით, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

თაკო ბოკუჩავა


ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა

პოდკასტი