კატარი 2022-ის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში აშშ ირანს დაუპირისპირდა

29 ნოემბერს კატარის მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო, მესამე ტურის შეხვედრები გაიმართა.

კატარი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს

ფეხბურთში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში აშშ ირანს დაუპირისპირდა. თამაშზე მხოლოდ ერთი გოლი ვიხილეთ, რომელიც ამერიკელმა ფეხბურთელმა კრისტიან პულიშიჩმა გაიტანა და საკუთარ გუნდს გამარჯვება მოაპოვებინა. შეხვედრა ამერიკის სასარგებლოდ – 1:0 დამთავრდა.

A ჯგუფში ერთმანეთს ეკვადორი და სენეგალი დაუპირისპირდნენ. მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. პირველი ტაიმი სენეგალმა საკმაოდ აქტიურად დაიწყო და რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა. ტაიმის დასასრულს, ისმაილა სარიმ პენალტი შეასრულა და ანგარიში გახსნა.

თამაშის მეორე ნახევარში ორივე გუნდმა აქტიური თამაში გვაჩვენა. 68-ე წუთზე ეკვადორელმა ფეხბურთელმა ფელიპე კაისედომ გოლის გაიტანა და ანგარიშის გათანაბრება შეძლო. 70-ე წუთზე სენეგალის ნაკრების კაპიტანმა კალიდუ კულიბალმა მე-2 გოლი გაიტანა, რაც საბოლოოდ გამარჯვების გოლი აღმოჩნდა. სენეგალის ნაკრებმა ეკვადორი – 2:1 დაამარცხა.

A ჯგუფის მეორე შეხვედრა ნიდერლანდებსა და კატარს შორის გაიმართა. პირველი ტაიმი ნიდერლანდების უპირატესობით დაიწყო, ისინი მეტოქეს აქტიურად უტევდნენ და არაერთ საგოლე მომენტს ქმნიდნენ.

თამაშის 26-ე წუთზე ნიდერლანდელმა კოდი გაკპომ გოლის გატანა და ანგარიშის გახსნა შეძლო. მეორე ტაიმის დასაწყისში ნიდერლანდებმა უპირატესობა ორამდე გაზარდა და საბოლოო გამარჯვება მოიპოვა. შეხვედრა ანგარიშით – 2:0 დამთავრდა.

ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში შეხვედრა ინგლისსა და უელსს შორის გაიმართა. შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დამთავრდა. მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე შეხვედრის პირველი გოლი ვიხილეთ, რომელიც ინგლისელ ფეხბურთელს მარკუს რაშფორდს ეკუთვნოდა.

თამაშის 52-ე წუთზე ფილ ფოდენმა სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა, 68-ე წუთზე კი რაშფორდმა დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ინგლისმა უელსი სრული უპირატესობით – 3:0 დაამარცხა.

 

თაკო ბოკუჩავა


ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა

პოდკასტი