ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტური მიმდინარეობს

კატარი 2022-ის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი – საფრანგეთი, ტუნისს დაუპირისპირდა. ყველასთვის მოულოდნელად მატჩზე უპირატესობას აფრიკელები ფლობდნენ და ანგარიშის გახსნაც მოახერხეს. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, ფრანგმა ფეხბურთელმა ანტუან გრიზმანმა პირველი გოლი გაიტანა, თუმცა აღნიშნული გოლი გაუქმდა და საბოლოოდ, ჰაზრის გოლი ტუნისისთვის გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა. თამაში ტუნისის სასარგებლოდ – 1:0 დამთავრდა. აღსანიშნავია, რომ ისტორიული გამარჯვების მიუხედავად, ტუნისი ჯგუფში ჩარჩა.

გუშინ ერთმანეთს ავსტრალიისა და დანიის ნაკრებებიც დაუპირისპირდნენ. ავსტრალიის ნაკრები, როგორც ყოველთვის კარგად იყო ორგანიზებული. თამაშის პირველ ნახევარში ვერც ერთმა გუნდა შეძლო გოლის გატანა. მეორე ტაიმში ავსტრალია გააქტიურდა და თამაშის 60-ე წუთზე, ლეკიეს გოლით, ანგარიშის გახსნაც შეძლო, რაც საბოლოოდ გამარჯვების გოლი აღმოჩნდა. ავსტრალიამ დანიასთან მცირე უპირატესობით – 1:0 გაიმარჯვა და მუნდიალის მერვედფინალში გავიდა.

C ჯგუფის დასკვნითი მატჩი არგენტინასა და პოლონეთს შორის გაიმართა. პირველ ტაიმში არგენტინა ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა და ბურთსაც კარგად აკონტროლებდა, პოლონეთი კი საკუთარი კარის დაცვაზე ზრუნავდა. არგენტინამ აქტიურობის მიუხედავად, გოლის გატანა ვერ შეძლო და პირველი ტაიმი ნულოვანი ანგარიშით დამთავრდა. თამაშის 47-ე წუთზე არგენტინამ პირველი გოლი გაიტანა და უპირატესობა მოიპოვა. 68-ე წუთზე ალვარესმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა და ანგარიში 2-მდე გაზარდა. პოლონეთმა სიტუაციის გამოსწორება ვეღარ შეძლო და შეხვედრაზე – 0:2 დამარცხდა.

C ჯგუფის დასკვნითი მატჩის მეორე შეხვედრა საუდის არაბეთსა და მექსიკას შორის ჩატარდა. თამაშის პირველი ნახევარი მექსიკის უპირატესობით დაიწყო, გუნდი საკმაოდ აქტიური იყო და ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა. პირველ ტაიმში ანგარიშის გახსნა ვერც ერთმა გუნდმა მოახერხა, თუმცა მეორე ტაიმი სწრაფი გოლებით განახლდა. 47-ე წუთზე მექსიკამ პირველი გოლი გაიტანა, ზუსტად 5 წუთში ჩავესმა შესანიშნავი საჯარიმო დარტყმით მექსიკა კიდევ უფრო დააწინაურა. მატჩის მიწურულს საუდის არაბეთი გააქტიურდა და დამატებით წუთებში გოლი გაიტანა, თუმცა აღნიშნული გოლი მოგებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. მექსიკამ არაბეთთან ორბურთიანი უპირატესობით – 2:1 მოიგო.

მექსიკელებს, გამარჯვების მიუხედავად, მეორე ეტაპზე გასვლისთვის ქულები არ ეყოთ და 1978 წლის შემდეგ პირველად ვერ ითამაშებენ მერვედფინალში. საბოლოოდ, ორი მერვედფინალური წყვილი გახდა: საფრანგეთი – პოლონეთი, არგენტინა – ავსტრალია.

თაკო ბოკუჩავა


ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა

პოდკასტი