თამაშები F და E ჯგუფებში – კატარში მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს

კატარი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს

1 დეკემბერს, F ჯგუფის დასკვნითი ტურის მატჩზე, ერთმანეთს ბელგია და ხორვატია დაუპირისპირდნენ. მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. თამაშზე ორივე გუნდი საკმაოდ აქტიურობდა და თანაბარ შესაძლებლობებს ფლობდა.

მატჩის მეორე ნახევარში, ბელგიამ მცირე უპირატესობა მოიპოვა და რამდენიმე რეალური საგოლე მომენტის შექმნაც შეძლო, მაგრამ საბოლოოდ, მატჩზე ვერც ერთი გოლი ვიხილეთ და თამაში ნულოვანი ანგარიშით დამთავრდა.

მსოფლიო ჩემპიონატის F ჯგუფში შეხვედრა მაროკოსა და კანადას შორისაც გაიმართა. პირველ ტაიმში უპირატესობას მაროკო ფლობდა. ტაიმის დასაწყისში ჰაკიმ ზიეჩიმ პირველი გოლი გაიტანა და ანგარიში გახსნა. თამაშის მეორე ნახევარში, მეტოქეზე უპირატესობის მოპოვება, კანადამ შეძლო და ერთი გოლიც მიითვალა.

მაროკომ მეორე ნახევარში საკმაოდ სუსტად ითამაშა, თუმცა ამის მიუხედავად, გამარჯვება მაინც მოიპოვა. შეხვედრა – 2:1 მაროკოს ნაკრების სასარგებლოდ დამთავრდა.

E ჯგუფის შეხვედრაზე ერთმანეთს იაპონია და ესპანეთი დაუპირისპირდნენ. მატჩის დასაწყისში ესპანეთი დიდ სათამაშო უპირატესობას ფლობდა და ანგარიშის გახსნაც მალევე მოახერხა. მეორე ტაიმში ვითარება რადიკალურად შეიცვალა. თამაშის 48-ე წუთზე იაპონიამ ანგარიშის გათანაბრება შეძლო. ყველასგან მოულოდნელად, რამდენიმე წამში აო ტანაკამ კიდევ ერთი გოლი გაიტანა და საკუთარი გუნდი დააწინაურა.

თამაშის დარჩენილ დროში ესპანეთმა ისევ მოახერხა უპირატესობის დაბრუნება, თუმცა გოლის გატანა ვეღარ შეძლო და შეხვედრაზე -1:2 დამარცხდა.

გუშინ E ჯგუფის დასკვნითი ტურის მეორე შეხვედრა კოსტა-რიკასა და გერმანიას შორის გაიმართა. თამაშის მე-10 წუთზე გერმანიამ ანგარიში გახსნა და დაწინაურდა. ამის შემდეგ კიდევ უამრავი საგოლე მომენტი შექმნა, თუმცა, პირველ ტაიმში გოლის გატანა ვეღარ შეძლო.

მეორე ტაიმში კოსტა-რიკამ წონასწორობა აღადგინა და 58-ე წუთზე პირველი გოლი გაიტანა. 12 წუთში კი მეორე გოლიც მიითვალა. შეხვედრის 73-ე წუთზე კაი ჰავერცმა მეტოქის კარი აიღო, ხოლო 8 წუთში დუბლი გაიფორმა. შეხვედრის დასასრულს, გერმანიამ კიდევ ერთი გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 4:2.

თაკო ბოკუჩავა


ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა

პოდკასტი