მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი დაიხურა
მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო დღეს ერთმანეთს ურუგვაის და განის ნაკრები დაუპირისპირდნენ. თამაშის დასაწყისი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. მატჩის 26-ე წუთზე ჯორჯიან დე არასკაეტამ ცარიელ კარში გაიტანა და ანგარიში გახსნა. პირველი გოლიდან, რამდენიმე წუთში არასკაეტამ დუბლი გაიფორმა და ურუგვაის უპირატესობა 2-მდე გაზარდა. განის ნაკრებმა სიტუაციის გამოსწორება ვერ შეძლო და საბოლოოდ, თამაში – 2:0 ურუგვაის სასარგებლოდ დამთავრდა.
კატარი 2022-ის ფარგლებში თამაში სამხრეთ კორეასა და პორტუგალიას შორის გაიმართა. მატჩის დასაწყისში პორტუგალია აშკარა უპირატესობას ფლობდა და 21-ე წუთზე ანგარიშის გახსნაც მოახერხა. გატანილი გოლის შემდეგ, სამხრეთ კორეა გააქტიურდა და 27-ე წუთზე იუნგ-გვონის გოლით ანგარიში გაათანაბრა. თამაშის მეორე ნახევარში ორივე გუნდმა თითქმის ერთნაირი ძალებით ითამაშა, მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ დროში, ყველასთვის მოულოდნელად, სამხრეთ კორეამ მეორე გოლი გაიტანა და პორტუგალია დაამარცხა – 2:1.
დღევანდელ ჩემპიონატზე ერთმანეთს კამერუნი და ბრაზილიაც დაუპირისპირდნენ. თამაში საკმაოდ მოსაწყენი აღმოჩნდა. მატჩის ერთადერთი გოლი, მსაჯის მიერ დამატებულ დროში ვინსენტ აბუბაქარმა გაიტანა, რაც საბოლოოდ, გამარჯვების გოლი აღმოჩნდა. თამაში – 1:0 კამერუნის სასარგებლოდ დამთავრდა.
მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩები G ჯგუფში სერბეთისა და შვეიცარიის შეხვედრით დაიხურა. თამაში საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა. შეხვედრაში ანგარიში მეოცე წუთზე გაიხსნა. შჩერდან ჩაქირიმ სერბების კარში გოლი გაიტანა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. სერბეთმა 6 წუთში ანგარიშის გათანაბრება, ცოტა ხანში კი დუშან ვლაჰოვიჩის გოლით უპირატესობის მოპოვება შეძლო. შვეიცარიამ წონასწორობის აღდგენა, მატჩის 44-ე წუთზე, ბრილ ემბოლოს გოლით მოახერხა. თამაშის მეორე ნახევარში შვეიცარიელებმა კიდევ ერთი გოლი გაიტანეს და საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს. შეხვედრა შვეიცარიის სასარგებლოდ დამთავრდა – 3:2.
თაკო ბოკუჩავა