მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მერვედფინალისტი ცნობილია
![](https://24media.ge/wp-content/uploads/chempionati-katarshi.jpg)
ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მერვედფინალური წყვილის ვინაობა გარკვეულია. 2 დეკემბერს კატარი 2022-ის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრები გაიმართა.
ჩემპიონატის ფარგლებში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან:
ნიდერლანდები-აშშ,
არგენტინა-ავსტრალია,
იაპონია-ხორვატია,
ბრაზილია-სამხრეთ კორეა,
ინგლისი-სენეგალი,
საფრანგეთი-პოლონეთი,
ესპანეთი-მაროკო,
შვეიცარია-პორტუგალია.
აღსანიშნავია, რომ ჯგუფური ეტაპის დახურვის შემდეგ, ბრიტანულმა სპორტულმა ანალიტიკურმა კომპანია Opta-მ, ის ნაკრებები დაასახელა, რომელთაც მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი აქვთ. პირველ ადგილზე ბრაზილიაა – 26.98%-ით, მეორეზე არგენტინა – 17.1, შემდეგ მოდის საფრანგეთი – 11.1%-ით, ინგლისი – 11%-ით, ესპანეთი – 10.9 და ბოლოს, პორტუგალია – 7.8%.
თაკო ბოკუჩავა
![](https://kinsta.com/wp-content/uploads/2020/06/leaderboard-1.png)
![](http://www.espressographics.com/html_graphics/Banner_300x100.gif)