მერვედფინალში პირველი შეხვედრა აშშ-სა და ნიდერლანდებს შორის გაიმართა

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის მერვედფინალში პირველი შეხვედრა აშშ-სა და ნიდერლანდებს შორის გაიმართა. ამერიკელებმა თამაში აქტიურად დაიწყეს, თუმცა პულიშიჩმა რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა. ამის შემდეგ, ნიდერლანდების ნაკრები აქტიურ შეტევაზე გადავიდა და მე-10 წუთზე ანგარიში გახსნა.

პირველი ტაიმის დასრულებამდე დალეი ბლინდმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა და ნიდერლანდების უპირატესობა 2-მდე გაზარდა. თამაშის მეორე ნახევარი ორივე გუნდმა აქტიური შეტევებით დაიწყო. აშშ-ის ნაკრებმა გოლის გატანა და ანგარიშის შემცირება შეძლო. თუმცა, მალევე ნიდერლანდებმა კიდევ ერთი გოლი მიითვალა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. შეხვედრა ნიდერლანდების სასარგებლოდ – 3:1 დამთავრდა.

დღევანდელი მერვედფინალის მეორე თამაშზე ერთმანეთს ავსტრალია და არგენტინა დაუპირისპირდნენ. თამაშის პირველი ტაიმი საკმაოდ მოსაწყენი გამოდგა, თუმცა ლეონელ მესიმ თავისი გუნდი მაინც დააწინაურა.

მეორე ტაიმი უფრო სანახაობრივი აღმოჩნდა. თამაშის 57-ე წუთზე არგენტინამ კიდევ ერთი გოლი გაიტანა და უპირატესობა გაზარდა. შეხვედრაზე ავსტრალია საკმაოდ პასიურობდა, თუმცა კრეიგ გუდვინის დარტყმით, გუნდმა ერთი გოლი მაინც მიითვალა. საბოლოოდ, შეხვედრა არგენტინის სასარგებლოდ – 2:1 დამთავრდა.

აღსანიშნავია, რომ 9 დეკემბერს, მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში, ერთმანეთს არგენტინა და ნიდერლანდები დაუპირისპირდებიან.

თაკო ბოკუჩავა


ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა

პოდკასტი