პოლონეთის გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის მოქმედ ჩემპიონს დაუპირისპირდა

კატარი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს

მსოფლიო ჩემპიონატის მოქმედი ჩემპიონი – საფრანგეთი, მერვედფინალში პოლონეთს დაუპირისპირდა. თამაში ორივე გუნდმა საკმაოდ აქტიურად დაიწყო. პოლონელებმა კარგი შთაბეჭდილება დატოვეს და რამდენიმე რეალური საგოლე მომენტიც შექმნეს. თამაშის 44-ე წუთზე საფრანგეთმა ანგარიში გახსნა.

მეორე ტაიმში პოლონეთის ნაკრები ისევ აქტიურობდა, თუმცა საფრანგეთმა გოლის გატანა მაინც შეძლო და უპირატესობა ორამდე გაზარდა. 74-ე წუთზე კილიან მბაპეს გოლით საფრანგეთი კიდევ უფრო დაწინაურდა. მსაჯის მიერ დამატებულ წუთებში პოლონეთის ნაკრებმა პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა და თამაშში ერთადერთი გოლი გაიტანა. საბოლოოდ, შეხვედრა საფრანგეთის სასარგებლოდ დამთავრდა – 3:1.

ჩემპიონატის მერვედფინალში ერთმანეთს ინგლისის და სენეგალის ნაკრებებიც დაუპირისპირდნენ. შეხვედრის პირველი ნახევარი მოსაწყენი აღმოჩნდა. 38-ე წუთზე ინგლისმა ანგარიშის გახსნა მოახერხა და მალევე მოპოვებული უპირატესობა ორამდე გაზარდა.

მეორე ტაიმში ვითარება არ შეცვლილა, ინგლისის ნაკრები ისევ უპირატესობას ფლობდა და სენეგალს შანსს არ უტოვებდა. 57-ე წუთზე ბუკაიო საკას გატანილი გოლით, ინგლისმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:0. ამ გამარჯვების შემდეგ ინგლისის ნაკრები მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს – საფრანგეთის ნაკრებს – დაუპირისპირდება.

თაკო ბოკუჩავა


ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა

პოდკასტი