ხორვატია-იაპონია, ბრაზილია – სამხრეთ კორეა – ბოლო წუთებში შეცვლილი ანგარიში

მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ერთმანეთს ხორვატია და იაპონია დაუპირისპირდნენ. თამაში საკმაოდ სანახაობრივი გამოვიდა. ორივე ნაკრები აქტიურობდა და ბრწყინვალე მომენტებს ქმნიდა. ანგარიში 43-ე წუთზე დაიზენ მაედამ გახსნა და იაპონია დააწინაურა.

თამაშის მეორე ნახევარში, ხორვატიის ნაკრები საგრძნობლად გააქტიურდა და 55-ე წუთზე ივან პერიშიჩის გოლით ანგარიში გაათანაბრა. დარჩენილ დროში საგოლე მომენტებს ორივე ნაკრები ქმნიდა, თუმცა მეკარეები დარტყმებს კარგად იგერიებდნენ და ძირითადი დრო ფრედ დამთავრდა – 1:1.

დამატებით 30 წუთში არაფერი შეცვლილა, ამიტომ გამარჯვებული პენალტების სერიამ გამოავლინა. ნიკოლა ვლაშიჩმა პენალტი წარმატებით დაარტყა და გოლი გაიტანა. ზუსტი იყო მარსელო ბროზოვიჩის დარტყმაც. იაპონელმა ტაკუმა ასანომ ერთი გოლი გაქვითა. გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი პაშალიჩმა დაარტყა, გაიტანა და ხორვატიას გამარჯვება მოაპოვებინა.

მერვედფინალში გულშემატკივრებმა ბრაზილიის და სამხრეთ კორეის შესანიშნავი დაპირსიპირება იხილეს. თამაშის პირველი ტაიმი, მიმდინარე მუნდიალზე, შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე სანახაობრივი გამოდგა. ანგარიში 7-ე წუთზე ბრაზილიელმა ვინისიუს ჟუნიორმა გახსნა, რასაც მალევე ნეიმარის გოლი მოჰყვა. თამაშის 29-ე წუთზე რიშარლისონმა, გატანილი გოლით უპირატესობა სამამდე გაზარდა. პირველი ტაიმის ბოლოს, კი ლუკას პაკეტამ კიდევ ერთი გოლი გაიტანა.

თამაშის მეორე ნახევარში, ბრაზილიის ნაკრები ისეთი აქტიური აღარ იყო და სამხრეთ კორეას მომენტების შექმნის შესაძლებლობა მიეცა. თამაშის 76-ე წუთზე სიუნ-ჰო პაიკმა გოლი გაიტანა. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და თამაში ბრაზილიის ბრწყინვალე გამარჯვებით დამთავრდა – 4:1.

ამრიგად, ჩემპიონატის მეოთხედფინალში ერთმანეთს ბრაზილიის ნაკრები და ხორვატიის ეროვნული გუნდი დაუპირისპირდებიან.

თაკო ბოკუჩავა


ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა

პოდკასტი