გუდაურში ახალი საბაგიროს აშენება იგეგმება

გუდაურში ახალი საბაგირო გზის აშენება იგეგმება, რომლითაც საათში 1800 მგზავრის გადაყვანა იქნება შესაძლებელი. საბაგირო გზის სიგრძე 2800 მეტრი იქნება.

როგორც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, გუდაურის ორ სასრიალო ტრასაზე, გათოვლიანების სისტემა დამონტაჟდება, რაც დამსვენებლებისთვის, კიდევ უფრო მეტ კომფორტს შექმნის.

“გუდაურში ვგეგმავთ ახალი საბაგიროს აშენებას. დავამონტაჟებთ გათოვლიანების სისტემასაც, რაც კიდევ უფრო მეტი კომფორტი იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის, მათ შორის ისეთ სეზონზე, როცა თოვლის არასაკმარისი რაოდენობაა. გათოვლიანების სისტემა დაეხმარება და უფრო კომფორტულად დაისვენებენ ჩვენი მოქალაქეები და არა მხოლოდ მოქალაქეები, ტურისტებიც”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სალომე ხომასურიძე


10-წლამდე ასაკის A კატეგორიის ტაქსებისთვის თბილისის მერია პრივილეგიას ქმნის

ქუთაისსა და აბუ დაბის შორის აგვისტოდან რეგულარული რეისების სიხშირე გაიზრდება

23 მაისს თავისუფლების მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

მოსკოვი – თბილისი – მოსკოვის საჰაერო ხაზზე ფრენები 17 მაისიდან დაიწყება

პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა

პოდკასტი