საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრების წევრი ირმა ხეცურიანი კონტინენტის ჩემპიონია
პოლონეთში გამართული ევროპის ჩემპიონატიდან საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრების წევრები: ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი, 4 მედლით – ორი ოქრო, ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო, დაბრუნდნენ.
ევროპის ჩემპიონი ინდივიდუალურ ჩათვლაში ხმლით ფარიკაობაში ირმა ხეცურიანი გახდა. ხმალში ვერცხლის, ხოლო რაპირაში ბრინჯაოს მედლის მოპოვება ნინა თიბილაშვილმა შეძლო.
ქართველმა მოფარიკავეებმა კიდევ ერთი ოქროს მედალი გუნდურ ჩათვლაში აიღეს და ევროპის ჩემპიონობაც იზეიმეს. სპორტსმენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პარაოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები, ოჯახის წევრები და გულშემატკივრები დახვდნენ.
თაკო ბოკუჩავა