კატარი 2022-ის მერვედფინალი – 4 პენალტი და 3 გოლი

კატარი 2022-ის მერვედფინალში ერთმანეთს მაროკო და ესპანეთი დაუპირისპირდნენ. თამაშის მანძილზე ესპანეთი ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა. მაროკოელები შეტევაზე იშვიათად გადადიოდნენ და თავის ნახევარს იცავდნენ.

თამაშის მეორე ტაიმშიც არაფერი შეცვლილა. მატჩში რეალური საგოლე მომენტები თითქმის არ ყოფილა. ძირითად დროში ორივე გუნდმა კარში მხოლოდ 2-2ჯერ დაარტყა. ძირითადი დროის გასვლის შემდეგ, არბიტრმა 5 წუთი დაამატა, თუმცა დამატებით დროშიც ნულოვანი ფრე დაფიქსირდა და პენალტების სერია დაინიშნა.

ესპანეთის ნაკრებმა სამი პენალტი შეასრულა, თუმცა ვერც ერთის გატანა შეძლო. მაროკომ 4-დან 3 პენალტი გამოიყენა და საბოლოო ანგარიში – 3:0 დააფიქსირა.

მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში პორტუგალიის და შვეიცარიის დაპირისპირებაც ვიხილეთ. თამაშის პირველ ნახევარში პორტუგალიის ნაკრები საკმაოდ აქტიურობდა და დიდ უპირატესობას ფლობდა. რამუშის გატანილი გოლით პორტუგალიამ ანგარიში გახსნა, რასაც მალევე პეპეს გოლი დაემატა.

მეორე ტაიმში სიტუაციაა არ შეცვლილა პორტუგალიის ნაკრები ისევ აქტიურობდა და საბოლოოდ, შეხვედრაში დიდი უპირატესობით – 6:1 გაიმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატის მეოთხედფინალში ერთმანეთს მაროკოს და პორტუგალიის ნაკრებები შეხვდებიან.

თაკო ბოკუჩავა


ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა

პოდკასტი