“კვარა” მოედანს დაუბრუნდა – “ნაპოლიმ” ანგარიშით 3:2 გაიმარჯვა
35-დღიანი პაუზის შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა ამხანაგურ შეხვედრაში „ანტალიასპორის“ წინააღმდეგ ითამაშა.
1-ელ ნოემბერს მიღებული ტრავმის შემდეგ, ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია მოედანს დაუბრუნდა. თამაშის პირველ ნახევარში “ნაპოლიმ” 2 გოლის გატანა შეძლო.
კვარაცხელიამ საგოლე შეტევაში მონაწილეობა მიიღო, რაც საბოლოოდ რასპადორის გოლით დამთავრდა.
ხვიჩა მთელი თამაშის განმავლობაში, საკმაოდ აქტიური იყო რამდენიმე ნახევრადმომენტიც ჰქონდა, მაგრამ რეალური საგოლე შანსი არ მისცემია. საბოლოოდ, შეხვედრა ნაპოლის გამარჯვებით, ანგარიშით – 3:2 დამთავრდა.
აღსანიშნავია, რომ “ნაპოლი” მომდევნო ამხანაგურ მატჩს 11 დეკემბერს “კრისტალ პალასთან” გამართავს.
თაკო ბოკუჩავა