ოთოსა და ჯულიანას დაუვიწყარი სამბა რიგაში (ვიდეო)
რიგაში გამართულ სამეჯლისო ცეკვების ტურნირზე ჯულიანა ბარ-გნარმა და ოთო ფოლადაშვილმა დაუვიწყარი სამბა შეასრულეს.
შესანიშნავი წყვილი ქართველი ტელემაყურებლების ფართო საზოგადოებამ სატელევიზიო პროექტიდან – “ცეკვავენ ვარსკვლავები” გაიცნო. მას შემდეგ, ამ წყვილის შემოქმედებითი წარმატებები ყურადღების ცენტრშია.
ოთო და ჯულიანა 12 წელია წყვილში ცეკვავენ. ამ დროის განმავლობაში, მაყურებელს არა ერთი ბრწყინვალე და დაუვიწყარი ნომრით შეაყვარეს თავი.
თაკო ბოკუჩავა