იერუსალიმის მასტერსზე საქართველოდან ძიუდოისტთა უძლიერესი შემადგენლობა შეირჩა

იერუსალიმის მასტერსზე მონაწილეობას ორი ქართველი ქალი ძიუდოისტი – ეთერ ლიპარტელიანი და სოფიო სომხიშვილიც, მიიღებენ.

20-23 დეკემბერს ძიუდოში წლის ბოლო მასტერსი ისრაელის დედაქალაქ იერუსალიმში ჩატარდება, სადაც მონაწილეობას ქართული დელეგაციაც მიიღებს.

ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა ისრაელში გასამგზავრებლად უძლიერესი შემადგენლობა შეარჩია.

ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრებიდან საქართველოს სახელით იასპარეზებენ: – 60 კგ კატეგორია – თემურ ნოზაძე, გიორგი სარდალაშვილი; 66 კგ გატეგორია – ვაჟა მარგველაშვილი; – 73 კგ კატეგორია – გიორგი ტერაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი; 81 კგ კატეგორია – ტატო გრიგალაშვილი; – 90 კგ კატეგორია – ლუკა მაისურაძე, ბექა ღვინიაშვილი, ლაშა ბექაური; – 100 კგ კატეგორია – ილია სულამანიძე, ვარლამ ლიპარტელიანი, ონისე სანებლიძე, გიორგი ბერიაშვილი; + 100 კგ კატეგორია – გურამ თუშიშვილი.

აღსანიშნავია, რომ იერუსალიმის მასტერსზე მონაწილეობას ორი ქართველი ქალი ძიუდოისტი – ეთერ ლიპარტელიანი და სოფიო სომხიშვილიც, მიიღებენ.

ცნობისათვის, წინა წელს მასტერსი კატარში ჩატარდა, სადაც ძიუდოისტთა ნაკრების წევრებმა 5 მედლის მოპოვება შეძლეს. ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი გახდნენ. ბექა ღვინიაშვილმა ვერცხლის მედალი, ხოლო ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა ბექაურმა კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

თაკო ბოკუჩავა


ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა

პოდკასტი