მსოფლიო ჩემპიონატის ყველა ნახევარფინალისტი ცნობილია

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება.

10 დეკემბერს მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალის დასკვნითი შეხვედრები გაიმართა, რის შემდეგაც ყველა ნახევარფინალური წყვილის ვინაობა გაირკვა.

მსოფლიო ჩემპიონობისთვის ბრძოლას: არგენტინის, ხორვატიის, მაროკოსა და საფრანგეთის ნაკრებები განაგრძობენ. ფინალის საგზურის მოსაპოვებლად ერთმანეთს არგენტინა-ხორვატია და მაროკო-საფრანგეთი დაუპირისპირდებიან.

ჩემპიონატის პირველი ნახევარფინალი 13 დეკემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე, გაიმართება.

თაკო ბოკუჩავა