ირანში პროფესიონალ ფეხბურთელს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

ფეხბურთელთან ერთად კიდევ 8 ადამიანი, ანტისამთავრობო პროტესტების მიმდინარეობისას, ირანის სამართალდამცავი სამი პირის მკვლელობაში დამნაშავედ სცნეს.

ირანში ყოფილ პროფესიონალ ფეხბურთელს, ამირ ნასრ-აზადანის, სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.

Iranwire.com- ის ინფორმაციით, ,,რაჰ-აჰანის“ ყოფილი მოთამაშე და მასთან ერთად კიდევ 8 ადამიანი, ანტისამთავრობო პროტესტების მიმდინარეობისას, ირანის სამართალდამცავი სამი პირის მკვლელობაში დამნაშავედ სცნეს.

როგორც წყარო იტყობინება, 26 წლის ნასრ-აზადანი პროტესტებში აქტიურად მონაწილეობდა და ანტისამთავრობო ლოზუნგებსაც სკანდირებდა, თუმცა, იმ რაიონში, სადაც სამართალდამცავები მოკლეს, არ იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ ირანში საპროტესტო გამოსვლები სექტემბრის შუა რიცხვებში დაიწყო და ამას წინ 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალება უძღვოდა.

აღსანიშნავია, რომ გოგონა ჰიჯაბის არასწორი ტარებისთვის დააკავეს. სიცოცხლე კი, ამ ფაქტიდან 3 დღის შემდეგ დაასრულა.

სალომე ხომასურიძე


ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა

პოდკასტი