2023 წლის „ოქროს ბურთის“ რეიტინგში ხვიჩა კვარაცხელია დაწინაურდა
![](https://24media.ge/wp-content/uploads/kvara-3.jpg)
ცნობილმა საერთაშორისო საფეხბურთო გამოცემა GOAL-მა 2023 წლის „ოქროს ბურთის“ რეიტინგი ბოლო პერიოდში მეორედ განაახლა. არსებულ კანდიდატთა შორის ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელიც ბოლო მონაცემების შემდეგ 1 პოზიციით დაწინაურდა და მე-10 ადგილიდან მე-9 ადგილზე გადაინაცვლა.
სიაში “კვარა” ისეთი ფეხბურთელებს უსწრებს, როგორებიც არიან: საკა, გრიზმანი, მოდრიჩი, ბენზემა, ლეაო, გაკპო, ფოდენი, კეინი, ჰაკიმი, ბულინგემი და მუსიალა.
რეიტინგის პირველი ათეული ასე გამოიყურება:
1. ლეონელ მესი;
2. კილიან მბაპე;
3. ერლინგ ჰოლანდი;
4. ნეიმარი;
5. რობერტ ლევანდოვსკი;
6. ვინისიუს ჯუნიორი;
7. კევინ დე ბრუინი;
8. მოჰამედ სალაჰი;
9. ხვიჩა კვარაცხელია;
10. გრიზმანი.
თაკო ბოკუჩავა
![](https://kinsta.com/wp-content/uploads/2020/06/leaderboard-1.png)
![](http://www.espressographics.com/html_graphics/Banner_300x100.gif)