არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ნახევარფინალში ერთმანეთს არგენტინა და ხორვატია დაუპირისპირდნენ. თამაში მთლიანობაში საკმაოდ დაძაბული გამოდგა.

34-ე წუთზე ანგარიში ლეგენდარულმა ლეონელ მესიმ ხულიან ალვარესის გამომუშავებული პენალტით გახსნა. ზუსტად 5 წუთში არგენტინის ნაკრების კონტრშეტევა ალვარესის შესანიშნავი გოლით დასრულდა, რამაც ნაკრები კიდევ უფრო დააწინაურა. 2 გოლის გაშვების შემდეგ, ხორვატიის ნაკრების ფეხბურთელებს აშკარად დაეტყოთ ნერვიულობა, რამაც თამაშის ხარისხზეც იმოქმედა.

პირველი ტაიმი არგენტინის 2 ბურთიანი უპირატესობით დამთავრდა. თამაშის 69-ე წუთზე ხულიან ალვარესმა, მესის პასით დუბლი გააფორმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. შეხვედრა არგენტინის სრული უპირატესობით დამთავრდა – 3:0.

აღსანიშნავია, რომ არგენტინის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მეხუთედ ითამაშებს. გასული ოთხი ფინალიდან ნაკრებმა ორი მოიგო (1978, 1986), ორში კი დამარცხდა (1990, 2014).

თაკო ბოკუჩავა


ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა

პოდკასტი