მესიმ მსოფლიოს საუკეთესო გერმანელი ფეხბურთელის რეკორდი გაიმეორა

წლევანდელ მუნდიალზე, ჯგუფური ეტაპიდან ფინალამდე, მესიმ სამივე შეხვედრაში გოლი გაიტანა.

ლეონელ მესი

კატარი 2022-ის ნახევარფინალში არგენტინის ნაკრებმა ხორვატია – 3:0 დაამარცხა და ფინალის საგზური გაინაღდა. შეხვედრაში ლეონელ მესიმ ერთი გოლი გაიტანა. ეს გოლი ლეგენდარული ფეხბურთელისთვის რიგით არის მე-11, რაც არგენტინის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია.

მსოფლიო დონის ფეხბურთელმა მთლიანობაში მუნდიალზე 25 მატჩში ითამაშა, რითიც მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო გერმანელი ფეხბურთელის – ლოთარ მათეუსის რეკორდი გაიმეორა.

წლევანდელ მუნდიალზე, ჯგუფური ეტაპიდან ფინალამდე, მესიმ სამივე შეხვედრაში გოლი გაიტანა. ის პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ოთხ შეხვედრაში გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა (2006 წლის ჩემპიონატზე სერბეთთან, 2022 წლის მუნდიალზე კი მექსიკასთან, ნიდერლანდებთან და ხორვატიასთან). წლეულს ყველა დროის საუკეთესო არგენტინელი მომბარდირი მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალში მეორედ ითამაშებს.

2014 წელს ფიფა-ს მსოფლიო თასის მე-20 გათამაშებაში, რომელიც ბრაზილიაში ჩატარდა, არგენტინა გერმანიასთან ფინალში – 0:1 დამარცხდა.

2022 წლის ჩემპიონატის ფინალში არგენტინის ნაკრები საფრანგეთსა და მაროკოს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

საფრანგეთსა და მაროკოს შორის ნახევარფინალური შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე, გაიმართება.

თაკო ბოკუჩავა


ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა

პოდკასტი