მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალის შემდეგ მაროკოელთა პროტესტს მოზარდის სიცოცხლე შეეწირა
მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ნახევარფინალში საფრანგეთის ნაკრებმა მაროკო – 2:0 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, საფრანგეთში ვითარება დაიძაბა და გულშემატკივრებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები დაიწყო.
გავრცელებული ინფორმაციით, მაროკოს ნაკრების დამარცხების შემდეგ, მათმა გულშემატკივრებმა პარიზის, მონპელიეს, ნიცისა და ლიონისას ქუჩებში აგრესიული ქმედებები დაიწყეს. არეულობის დროს მაროკოელები საფრანგეთის ნაკრების ერთ-ერთი გულშემატკივრის ავტომობილს გარს შემოერტყნენ და მასზე დამაგრებული საფრანგეთის დროშის მოძრობა სცადეს, რა დროსაც მძღოლმა ავტომობილი დაძრა, მკვეთრად მოუხვია და 14 წლის მაროკოელ ბავშვს დაეჯახა. შემთხვევის შემდეგ მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
აღსანიშნავია, რომ საფრანგეთში, გულშემატკივართა შორის დაპირისპირება 10 დეკემბერს, ჩემპიონატის მეოთხედფინალში პორტუგალია-მაროკოს თამაშის შემდეგაც მოხდა, სადაც მაროკოს ნაკრებმა – 1:0 გაიმარჯვა.
მომხდარის შემდეგ, საფრანგეთის მთავრობა ნახევარფინალური მატჩისთვის განსაკუთრებით მოემზადა. ქვეყნის მასშტაბით 10 000 სამართალდამცველი პარიზსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო მობილიზებული.
თაკო ბოკუჩავა