„ნიუ იორკ თაიმსის“, „სიენენისა“ და „ვაშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტების ანგარიშები დაიბლოკა
,,ტვიტერის“ უსაფრთხოებისა და ნდობის საბჭოს განმარტებით, ახალი წესები, სულ რამდენიმე დღეა, რაც ამოქმედდა.
ცნობილ ჟურნალისტებს, რომლებიც ილონ მასკის შესახებ წერდნენ, სოციალურ ქსელ ტვიტერში ანგარიში დაუბლოკეს. ამის შესახებ ინფორმაციას, “ბიბისი” ავრცელებს. დაბლოკილებს შორის „ნიუ იორკ თაიმსის“, „სიენენისა“ და „ვაშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტები არიან.
ტვიტერის პრესსპიკერის განცხადებით, მათ ანგარიშები სხვა ადამიანების გადაადგილებისა და ადგილსამყოფელის შესახებ, ინფორმაციის ლაივ რეჟიმში გაზიარების ფაქტის გამო დაუბლოკეს.
კომპანიის უსაფრთხოებისა და ნდობის საბჭოს განმარტებით, ახალი წესები, სულ რამდენიმე დღეა, რაც ამოქმედდა. წესების მიხედვით კი, ტვიტერში სხვა ადამიანების გადაადგილების მარშრუტის გავრცელება იკრძალება. კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ შემთხვევაში მოქმედი წესები, ჟურნალისტებზეც ვრცელდება.
ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ რამდენიმე დღის წინ, ,,ტვიტერმა“ ისეთი ანგარიშიც დაბლოკა, რომელიც საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით, სოციალური ქსელის მფლობელის, ილონ მასკის პირადი თვითმფრინავის გადაადგილების შესახებ, ინფორმაციას ავრცელებდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ილონ მასკმა განაცხადა, რომ ანგარიშის მფლობელს, 20 წლის ჯეკ სვინის, სასამართლოში უჩივლებს.
სალომე ხომასურიძე