სამი გული ბრაზილიის ნაკრების მაისურებზე – პელე სამუდამოდ იცოცხლებს

პელემ, რომელიც ტრეს კორასოინსეში დაიბადა, ფეხბურთელის რანგში, მსოფლიო ჩემპიონატი სამჯერ მოიგო.

ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ – იგივე პელე

ფეხბურთის სამხრეთამერიკულმა კონფედერაციამ (CONMEBOL), ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციას, ლეგენდარული პელეს პატივსაცემად, ბრაზილიის ნაკრების ემბლემაზე, ხუთიდან სამი ვარსკვლავის სამი გულით შეცვლა შესთავაზა. ამის შესახებ, CONMEBOL-ის პრეზიდენტმა, ალეხანდრო დომინგესმა განაცხადა.

სამხრეთამერიკულ კონფედერაციაში განმარტავენ, რომ ამ წინადადების მთავარი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ხაზი იმ სამ საჩემპიონო ტიტულს გაესვას, რომელიც პელემ ნაკრების შემადგენლობაში მოიგო. ასევე, ამ ფაქტით, ფეხბურთის ერთგულ გულშემატკივრებს, პელეს მშობლიური ქალაქი ტრეს კორასოინსეც ახსოვდეს.

,,ჩვენ ეს წინადადება, ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციას იმიტომ შევთავაზეთ, რომ პელემ ბრაზილიის ნაკრების მაისურებზე, სამუდამოდ იცოცხლოს“, – მოჰყავს დომინგესის სიტყვები, გამოცემა Folha de Sao Paulo-ს.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ნაკრების ემბლემაზე ხუთი ვარსკვლავია გამოსახული, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატებზე ხუთი გამარჯვების – 1958, 1962, 1970, 1994, 2002 წლების სიმბოლოა.

პელემ, რომელიც ტრეს კორასოინსეში დაიბადა, ფეხბურთელის რანგში, მსოფლიო ჩემპიონატი სამჯერ მოიგო.

აღსანიშნავია, რომ პელეს მშობლიური ქალაქის სახელწოდება პორტუგალიურიდან, როგორც ,,სამი გული“, ისე ითარგმნება.

სალომე ხომასურიძე


ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა

პოდკასტი