ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის არბიტრი პოლონელი იქნება
პოლონელ არბიტრს წინ დიდი გამოცდა ელის.
FIFA-ს გადაწყვეტილებით, მუნდიალის ფინალში არგენტინისა და საფრანგეთის დაპირისპირების მთავარი მსაჯი პოლონელი – შიმონ მარცინიაკი იქნება. მარცინიაკმა კატარი 2022-ის ფარგლებში 3 თამაში იმსაჯა – არგენტინა-პოლონეთი, საფრანგეთი-დანია და არგენტინა-ავსტრალია. პოლონელ მსაჯს ორივე ფინალისტი ნაკრების მატჩები აქვს განსჯილი.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე სამსაჯო თემა ძალიან აქტუალურია. ნაკრების წევრები, გულშემატკივრები, თუ სპეციალისტები არბიტრებს მკაცრად აკრიტიკებენ, რადგან ხშირ შემთხვევაში მსაჯის გადაწყვეტილება განსაზღვრავს თამაშის განვითარებასა და დასასრულს.
ასე რომ, პოლონელ არბიტრს წინ დიდი გამოცდა ელის. მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლა 18 დეკემბერს, თბილისის დროით 19:00 საათზე, გაიმართება.
თაკო ბოკუჩავა