პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი დაითხოვეს
ზუსტად, რა გახდა კონტრაქტის დასრულებამდე მწვრთნელის დათხოვნის მიზეზი, ჯერჯერობით არ სახელდება.
ფერნანდუ სანტუში, კიდევ ორწლიანი კონტრაქტის მიუხედავად, პორტუგალიის ნაკრებიდან დაითხოვეს.
სანტუშმა პორტუგალიის ნაკრები 2014 წელს ჩაიბარა. მწვრთნელმა პორტუგალიას 2016 წელს ევროპის ჩემპიონატი, ხოლო 219 წელს – ერთა ლიგა მოაგებინა. მწვრთნელობის პერიოდში ნაკრებში 109 მატჩი ჩაატარა, 67 მოგება, 19 წაგება და 23 ფრე მიითვალა.
ეროვნული ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატები: ჟოზე მოურინიო, ჟორჟე ჟესუსი, რუი ჟორჟე, რუი ვიტორია, კარლოს კეიროში, პაულო ბენტო და პაულო სოუზა არიან. პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაცია ახალ მწვრთნელს უახლოეს პერიოდში დანიშნავს.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში პორტუგალიის მოულოდნელი დამარცხების შემდეგ, ნაკრების გულშემატკივრები და სპეციალისტები ფერნანდუ სანტუშის მიერ შემუშავებულ არასწორ სტრატეგიაზე ალაპარაკდნენ, თუმცა, ზუსტად, რა გახდა კონტრაქტის დასრულებამდე მწვრთნელის დათხოვნის მიზეზი, ჯერჯერობით არ სახელდება.
თაკო ბოკუჩავა