საფრანგეთის ნაკრების წევრები მუნდიალის ფინალში საქართველოში შეკერილი ფორმებით ითამაშებენ

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში საფრანგეთის ეროვნული ნაკრები საქართველოში შეკერილი ფორმებით ითამაშებს. ქართულმა ტექსტილის საწარმომ – ,,აჭარა ტექსტილი’’ – გასულ წელს საფრანგეთის ნაკრებისთვის 150 000 წყვილი ფორმა შეკერა.

ცნობისათვის, 2012 და 2016 წლებში ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე იტალია, ხოლო 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ხორვატია, ასევე ,,აჭარა ტექსტილის’’ შეკერილი ფორმებით თამაშობდა.

აღსანიშნავია, რომ ,,აჭარა ტექსტილი’’ სამკერვალო ფაბრიკებს ბათუმსა და ქობულეთში ფლობს და მსოფლიოს მასშტაბით სპორტული ფორმებით 33 გუნდსა და ნაკრებს ამარაგებს.

თაკო ბოკუჩავა


ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა

პოდკასტი