ბულვარის ასაშენებლად რუმინეთში 7600 ტონიანი საცხოვრებელი კორპუსი გასწიეს

6-სართულიანი შენობა ორად გაყვეს და ერთი ნახევარი გზის მეორე მხარეს გადაიტანეს.

რუმინეთში, კომუნისტების დროს, უზარმაზარი, საბჭოთა სტილის მასიური საცხოვრებელი კორპუსები ყველგან აშენდა. ქალაქ ალბა იულიაში, 1987 წელს ბულვარის მშენებლობას გეგმავდნენ, მაგრამ ერთ-ერთი შენობა, რომელსაც “მახინჯი მონსტრი” უწოდეს, ხელს უშლიდათ. გადაწყვეტილება მალევე მიიღეს. შენობა ორად გაყვეს და ერთი ნახევარი გზის მეორე მხარეს გადაიტანეს. შენობის დარჩენილი ნაწილი სპეციალურ ბორბლებზე დააყენეს და რკინიგზის დახმარებით 55 მეტრის (180 ფუტი) დაშორებით გადააგორეს.

მთელ ამ “ოპერაციას” 5 საათი და 40 წუთი დასჭირდა. შედეგად, 2 ცალკეული შენობა 33 გრადუსიანი დახრილობის მქონე კუთხით დაშორდა ერთმანეთს. ამ დროს შენობაში მცხოვრებლები იმყოფებოდნენ. ერთმა ქალმა აივანზე ჭიქით წყალი დადგა და უზარმაზარი კორპუსის გადატანისას წვეთიც არ დაღვრილა.

როგორც წესი, მთლიანი სტრუქტურის ამაღლება ქვემოდან დროებითი ფოლადის ჩარჩოს მიმაგრებით ხდება. ჰიდრავლიკური ბერკეტის ქსელი მოთავსებულია ჩარჩოს ქვეშ და ერთიანი სისტემით კონტროლდება, რომელიც სტრუქტურას საძირკვლიდან აამაღლებს. ძველი, დაბალტექნოლოგიური მეთოდია შენობის ბერკეტის გამოყენება. მას ეწოდება ხრახნები, რომლებიც ხელით ტრიალდება.

 

 

აქ აღწერილი ორივე ტიპის სისტემის შემთხვევაში, ფოლადის ჩარჩოსა და ჰიდრავლიკური ბერკეტის დახმარებით, საკმარის სიმაღლეზე აწევისას სტრუქტურა საბოლოო დანიშნულებისკენ გადაადგილდება. ამის შემდეგ, სტრუქტურა დაბლდება, ქვევით იწევა და უკვე განხორციელებულ ნაბიჯებს შებრუნებული თანმიმდევრობით იმეორებს.

 

 

სისტემატიზაცია რუმინეთში გულისხმობდა ურბანული დაგეგმარების პროგრამას, რომელიც განხორციელდა ნიკოლაე ჩაუშესკუს კომუნისტური რეჟიმის დროს. 1971 წელს აზიაში ვიზიტის დრო, ჩაუშესკუზე შთაბეჭდილება მოახდინა ჩრდილოეთ კორეის ჯუჩეს იდეოლოგიამ. ამის შემდეგ, ჩაუშესკუმ ამავე პრინციპით ხელმძღვანელობა დაიწყო. 1974 წლიდან მოყოლებული სისტემატიზაცია ძირითადად მოიცავდა არსებული სოფლების, ქალაქების მთლიან ან ნაწილობრივ დანგრევასა და რეკონსტრუქციას, რომლის მიზანი იყო რუმინეთის გადაქცევა “მრავალმხრივ განვითარებულ სოციალისტურ საზოგადოებად”.

წყარო:rarehistoricalphotos.com

მეგი მიქაბერიძე